|
2026-02-09 14:08:58, 264 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: აუდიტი თანმიმდევრულად ამოწმებს ყველა სამსახურს, დარღვევას მოჰყვება რეაგირება
თბილისის მერმა "ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალში“ დიდი ოდენობით თანხის სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რომ გამოძიება 2023 წელს მომხდარ სავარაუდო ფაქტს ეხება და ამტკიცებს, რომ თბილისის მერიის შიდა აუდიტის სამსახური თანმიმდევრულად მიყვება უწყვების ყველა სამსახურს, ამოწმებს და - "თურაიმე დარღვევა გამოვლინდება, მას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება". "აუდიტი მუშაობს ყველა მიმართულებით. შესაბამისად, თუ რაიმე სიახლე იქნება აღნიშნულთან დაკავშირებით, ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის. ჯერჯერობით საგამოძიებო უწყებაში სხვა არაფერი გადაგვიგზავნია. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წლის შემდეგ დაიწყო გამოძიება. აუდიტის სამსახური ერთდროულად ვერ შევა ყველა უწყებასა და სამსახურში. მუნიციპალიტეტში მუშაობს 30 ათასამდე თანამშრომელი და არსებობს მერიას დაქვემდებარებული უამრავი უწყება. ამიტომ გარკვეული დრო სჭირდება როგორც შემოწმებას, ისე კონკრეტულ კომპანიებში შესვლას. ასე რომ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ერთი წლის წინ იყო თუ სამის. აუდიტის სამსახური თანმიმდევრულად მიყვება უწყების ყველა სამსახურს, ამოწმებს და თუ რაიმე დარღვევა გამოვლინდება, მას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება", - თქვა კალაძემ. *** ქართული ოცნების პროკურატურის ცნობით, "ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის" პასუხისმგებელი პირების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. "დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურიდან შემოსული წერილი და შემოწმების მასალები, შესაძლო დანაშაულის თაობაზე. გამოძიების ფარგლებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 3 თებერვალს რამდენიმე მისამართზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები - ჩხრეკები. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - განაცხადა პროკურატურამ.
კაია კალასმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის დაცინვას და სტვენას ევროპული სიამაყე უწოდა — Politico
რუსეთში უკრაინის მოქალაქე ე.წ. უცხოელი აგენტების ვიდეოების მოწონებისთვის დააჯარიმეს
სომხეთმა შეერთებული შტატებისგან V-BAT დრონები შეიძინა
აშშ-სომხეთმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შეთანხმება გააფორმეს
|
რედაქტორის რჩევით
ფარიკაობის მსიფლიო ჩემპიონატები საქართველოში უსმანოვის მოთხოვნით გაიმართა, იმისთვის რომ რუსებს პრობლემები არ შექმნოდათ
ივანიშვილის არალეგიტიმური ბანდა აპირებს ციხის მუქარით თავის უსუსურ ლეგიტიმიზაციას
ომი უკრაინაში
ორბანმა უკრაინა უნგრეთის მტრად მოიხსენია
უკრაინის შეიარაღებული ძალები: Starlink-ის გათიშვამ ფრონტზე სიტუაცია შეცვალა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
თსუ და სტუ აღარ გაერთიანდება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)