|
2016-03-29 17:42:13, 885 ნახვა
სამხედრო
დაჭრილი სამხედროები „ძლიერთა თამაშებისთვის“ ემზადებიან
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და ISAF-ის საერთაშორისო მისიაში დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სპორტის სხვადასხვა სახეობებში საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის „INVICTUS GAMES“ („ძლიერთა თამაშები“) პროფესიონალ მწვრთნელებთან ერთად აქტიურად ემზადებიან. თავდაცვის სამინისტროს სპორტული კომპლექსის დარბაზში დაჭრილი სამხედროებით დაკომპლექტებულმა თავდაცვის სამინისტროს გუნდმა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ნაკრებთან მჯდომარე ფრენბურთში ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს გუნდის გამარჯვებით დასრულდა. დაჭრილმა სამხედროებმა ეროვნული უნივერსიტეტის ახალგაზრდებს ოთხივე ტაიმი დიდი უპირატესობით მოუგეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მჯდომარე ფრენბურთი სპორტის 10 სახეობიდან ერთ-ერთია, რომელიც აშშ-ში საერთაშორისო შეჯიბრის - „INVICTUS GAMES“ ფარგლებში გაიმართება. ქართველი სამხედროები აღნიშნული ტურნირისთვის სპორტის ისეთ სახეობებში - მშვილდოსნობაში, ძალოსნობაში, ნიჩბოსნობის ტრენაჟორებსა და მოკლე დისტანციაზე სირბილშიც ემზადებიან. საერთაშორისო შეჯიბრი „INVICTUS GAMES“, საბრძოლო მოქმედებების დროს დაშავებული შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე სამხედროების მონაწილეობით, მიმდინარე წლის 8-12 მაისს ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში უოლტ დისნეის სპორტულ კომპლექსში გაიმართება. ჩემპიონატში საბრძოლო მოქმედებების დროს დაშავებული სხვადასხვა ქვეყნის შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და ISAF-ის საერთაშორისო მისიაში დაჭრილი 14 ქართველი სამხედროც მიიღებს მონაწილეობას. ეგრეთ წოდებული „ძლიერთა თამაშები“ უნიკალური შესაძლებლობაა იმისა, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაუჭიროს მხარი იმ მეომრებს, რომლებმაც მსხვერპლი გაიღეს ადამიანთა კეთილდღეობისთვის, დაშავდნენ ბრძოლებსა თუ სამშვიდობო მისიებში, მაგრამ ბრძოლას განაგრძობენ და წარმატებებს აღწევენ. ასპარეზობის მთავარი იდეა და მიზანი, სწორედ, საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება, პოსტტრავმულ მდგომარეობაში მყოფი სამხედროების მოტივაციის გაზრდა და მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა. ქართველი სამხედროები ამერიკაში 5 მაისს გაემგზავრებიან.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)