02:49 - 07 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-06 14:22:32, 236 ნახვა

ეკონომიკა
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი “ვაიზერის”  გენერალურმა დირექტორმა, მაია კალანდაძემ და საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თამჯდომარემ, ნატალია კვაჭანტირაძემ მოაწერეს.

მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობის გაფართოებას სადაზღვევო და ტურისტულ სექტორებს შორის. თანამშრომლობის მიზანია მეტად ოპერატიული და კომფორტული გახდეს ტურისტებისთვის დაზღვევის სერვისები. ამ სექტორში ტურიზმის ასოციაციის ცოდნა და გამოცდილება დაეხმარება “ვაიზერს” საინტერესო და განსხვავებული მომსახურება შესთავაზოს ტურიზმით დაინტერესებულ პირებს.  

სადაზღვევო კომპანია “Wizer” მე-16 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე, ჰყავს 300 000-მდე უნიკალური დაზღვეული როგორც ჯანმრთელობის, ასევე ავტოს და სამოგზაურო მიმართულებებში.  ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო სერვისების შეთავაზებას განაპირობებს ისიც, რომ ვაზიერი სამედიცინო სფეროს ლიდერის “PSP ჯგუფის წევრია“.

საქართველოს ტურიზმის ასოციაცია (GTA) წარმოადგენს კერძო ტურისტული ორგანიზაციების, სასტუმროების და ღვინის კომპანიების, სატრანსპორტო კომპანიების და პროფესიული კოლეჯების გაერთიანებას. ასოციაცია  2006 წლიდან უზრუნველყოფს ტურისტულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების, ქვეყანაში ტურისტული სერვისების გაუმჯობესებისა და ხარისხის ეფექტური მართვის მიმართულებით.

“ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ვმუშაობთ მარკეტინგის საკითხებზე, ტურისტული ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და დახვეწაზე. საქართველოს ტურიზმის ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა გამყვანი, შემომყვანი და ადგილობრივი ტურიზმის განვითრების ხელშეწყობა, ახალი პროდუქტების შექმნა და არსებულის გაუმჯობესება.

მემორანდუმის გაფორმებით სადაზღვევო კომპანიასთან ტურიზმის ასოციაციის თანამშრომლობის პირველი პრეცედენტი შედგა. ეს თანამშრომლობა უზრუნველყოფს, ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი, ორიგინალური და საინტერესო პროგრამების შექმნას, ორივე სექტორის განვითარების კუთხით” - განაცხადა ნატალია კვაჭანტირაძემ, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავჯდომარე.  

 

“ვაიზერს” მრავალწლიანი სადაზღვევო გამოცდილება აქვს, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ავტო, სამოგზაურო დაზღვევის მიმართულებით. ამასთან ცნობილია როგორც არაერთი ინოვაციური და კომფორტული სერვისის დამნერგავი სადაზღვევო სექტორში. ყველა ჩვენი დაზღვეული უკვე 2017 წლიდან სარგებლობს სრულად გაციფრულებული სადაზღვევო სერვისებით, ვიდეო და ონლაინ კონსულტაციის მომსახურებით, ასევე შესალებლობით ისარგებლოს პირადი მენეჯერის მომსახურებით, სწრაფი ანაზღაურებით, მაღალი ლიმიტებით, სადაზღვევო სერვისების ფართო არჩევანით, ძლიერი საოჯახო მედიცინით, პროვაიდერების ფართო ქსელითა და ეფექტური, სწრაფი კომუნიკაციით.

ჩვენი გამოცდილება გაგვიმარტივებს ტურიზმის ასოციაციასთან ერთობლივი ახალი, საინტერესო და კომფორტული სერვისების დანერგვას, რაც საბოლოოდ დაზღვეულების კმაყოფილებას უზრუნველყოფს“ - განაცხადა მაია კალანდაძემ, სადაზღვევო კომპანია „ვაიზერის“ გენერალურმა დირექტორმა.  

2025 წლის სექტემბერში “პსპ დაზღვევამ” 15 წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ რებრენდინგის შედეგად ახალი ბრენდი - ““Wizer” წარადგინა.

“ვაიზერის” სლოგანია - “ჩვენ ვაზღვევთ ყველაფერს, მაგრამ შენ ყველაფერს ნუ დააზღვევ”, რითაც ხმამაღლა განაცხადა რომ ბრენდი თამამ და რისკიან ადამიანებს ყველა გამოწვევაში გვერდით დაუდგება.

 




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ბათუმში, უბედური შემთხვევის შედეგად 16 წლის მოზარდი დაიღუპა
YouGov-ის გამოკითხვა: ევროპაში აშშ-ს მიმართ ანტიპათია 10 წლიან მაქსიმუმს აღწევს
ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია იტალიაში დაიწყო - ვიდეო
ირაკლი რუხაძე წერს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არასდროს ყოფილა თვითმიზანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი