02:36 - 06 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-05 12:32:02, 377 ნახვა

პოლიტიკა
შვედი პარლამენტის წევრი „ოცნებაზე“: ისინი სრულ სისულელესა და ტყუილს ლაპარაკობენ

რიკსდაგის წევრმა გუსტავ გოტბერგმა შვედეთის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის, ირაკლი კირცხალიას განცხადებას შოკისმომგვრელი უწოდა. ქართველმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ შვედეთში დისკრიმინაციული დანაშაულების რაოდენობა გაიზარდა. TV პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში გოტბერგმა „ქართული ოცნების“ წევრები ტყუილების გავრცელებაში დაადანაშაულა.

„შეხედეთ პარლამენტის წევრების კომენტარებს; ისინი სრულ სისულელეს, ტყუილსა და სიცრუეს ლაპარაკობენ. დიახ, შვედეთს დანაშაულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ვხედავთ, რომ ბოლო თვე რამდენიმე წლის განმავლობაში პირველი იყო ქვეყანაში მკვლელობების ან ფატალური ინციდენტების გარეშე, რადგან მთავრობა რეფორმებს ახორციელებს და ჩვენ დანაშაულს ვებრძვით. ასე ვმუშაობთ დემოკრატიულ ქვეყნებში.

პროტესტების დროს ჩვენ არ ვიყენებთ ქიმიურ იარაღს ქუჩებში ოპონენტების წინააღმდეგ, როგორც ამას ახლა საქართველოში ვხედავთ. ეს არის მთავარი განსხვავება. ეს არის კრემლის ტაქტიკა - ყურადღების გადატანა ძირითადი პრობლემებიდან ნაკლებად მნიშვნელოვანზე“, - განაცხადა გუსტავ გოტბერგმა.

შეგახსენებთ, რომ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას და ეუთოს მოსკოვის მექანიზმის გააქტიურებაზე საუბრისას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, ყურადღება შვედეთზე გაამახვილა.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ბოლო დროს შვედეთში მნიშვნელოვნად გაიზარდა დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები. საგანგაშოა, რომ თქვენი ქვეყნის დიდ ქალაქებში გაიზარდა ორგანიზებული დანაშაულის რისკი და შვედეთში დანაშაულის საერთო მაჩვენებელი გაიზარდა.

ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ბოლო წლებში ბანდების მიერ სროლები და აფეთქებები სტაბილურად იზრდება. საგანგაშოა თქვენს ქვეყანაში ეკონომიკური სტაგნაცია, ისევე როგორც ის ფაქტი, რომ შვედეთის ეკონომიკა სირთულეების წინაშე დგას მაღალი ინფლაციის, სუსტი შიდა მოთხოვნისა და საყოფაცხოვრებო ვალების გამო. ასევე შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ, სამწუხაროდ, მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურების მისაღებად დიდი ხნის განმავლობაში უწევთ ლოდინი.

თქვენგან განსხვავებით, ჩვენი შეშფოთება ფაქტებს, სტატისტიკასა და ობიექტურ რეალობას ეფუძნება“, - განაცხადა კირცხალიამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მომდევნო კვირაში სომხეთს და აზერბაიჯანს ეწვევა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ყულევის ნავსადგურში შემოსულ გემ SILVAR-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
რუსეთმა ჩინეთს ნავთობზე რეკორდული ფასდაკლებები შესთავაზა მას შემდეგ, რაც ინდოეთში გაყიდვები შემცირდა
„სამი-ოთხი თვე დარჩა“ - პუტინი ზაფხულში სერიოზული ეკონომიკური კრიზისის შესახებ გააფრთხილეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი