|
2026-02-02 19:13:58, 460 ნახვა
თსუ: ჯაბა სამუშიას თქმით, განვითარებულმა მოვლენებმა აკადემიურ სივრცეში დიალოგის გაგრძელების აუცილებლობა აჩვენა
დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოსა და სენატის, ასევე, ფაკულტეტების დეკანებისა და პროფესორების გაერთიანებული სხდომა გაიმართა თსუ-ისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სხდომასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, „სხდომის მონაწილეები შეჯერდნენ, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია შეხვედრა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან“.
თსუ-ის განცხადებით, როგორც ჯაბა სამუშიამ თქვა, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ დიალოგის გაგრძელება აკადემიურ სივრცეში აუცილებელია და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო საზოგადოების პოზიციების შეჯერება. აკადემიური საბჭოსა და სენატის გაერთიანებული სხდომის შემდეგ უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილებაზე სასაუბროდ რექტორი სტუდენტებსაც შეხვდა. შეხვედრას 6 სტუდენტი ესწრებოდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ სტუდენტებმა განაცხადეს, მათ რექტორმა განუმარტათ, რომ „პოზიციის ჩამოყალიბებისთვის“ მას სჭირდება შეაჯეროს დღეს, საბჭოს შეხვედრაზე, ასევე სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე მოსმენილი მოსაზრებები, რის შემდეგაც იგი აპირებს შეხვდეს გაანათლების მინისტრს და გააცნოს საუნივერსიტეტო საზოგადოების მოსაზრებები. ამის შემდგომ კი, როგორც სტუდენტები ამბობენ, სავარაუდოდ ოთხშაბათს ან ხუთშაბათს, რექტორს კვლავ ექნება სტუდენტებთან გაფართოებული შეხვედრა, სადაც მათ პირდაპირ ეთერში გადაღების საშუალება მიეცემათ, თუმცა შეხვედრაზე არ დაიშვებიან ჟურნალისტები.
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)