19:25 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-22 17:52:45, 249 ნახვა

პოლიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი

23 ივნისს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ზაფხულის პლენარულ სესიაზე განიხილავს საქართველოს შესახებ ანგარიშს. ანგარიში, სახელწოდებით „დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“, მოამზადეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა, ედიტ ესტრელამ და საბინა ჩუდიჩმა.

ავტორები წერენ, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება, ისევე როგორც ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე, ოპოზიციასა და განსხვავებულ აზრზე. ისინი აღნიშნავენ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის არცერთი რეკომენდაცია, რომელიც სასწრაფო განხორციელებას მოითხოვს, არ შესრულებულა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ხელისუფლების მზაობას, შეასრულოს ევროპის საბჭოში საქართველოს წევრობით გამოწვეული ვალდებულებები.

ავტორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ასამბლეა ერთგულია „ღია და შედეგებზე ორიენტირებული“ დიალოგისა როგორც თბილისთან, ასევე ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.

ანგარიშში ნათქვამია, რომ „ინიციატივა, რომელიც ეფექტურად კრძალავს საქართველოში თითქმის ყველა დემოკრატიულ ოპოზიციურ პარტიას და ადანაშაულებს მათ ლიდერებს პოლიტიკურად მოტივირებული და შეთითხნილი ბრალდებებით, მიუღებელია“.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება ამ კურსს გააგრძელებს, ასეთი ქმედებები ერთპარტიული დიქტატურის დამყარებას გამოიწვევს, რაც მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებსა და დემოკრატიის პრინციპებს დაარღვევს და შეუთავსებელია საქართველოს ევროპის საბჭოში წევრობასთან.

„ასამბლეა მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გაიწვიოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით და შეწყვიტოს მათი ლიდერების უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყოს ღია და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესი ყველა პოლიტიკური ძალისა და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებული წარმომადგენლების მონაწილეობით, რათა „აღდგეს ქვეყანაში ჭეშმარიტად თავისუფალი და დემოკრატიული პოლიტიკური გარემო, ქართული საზოგადოების მკაფიოდ გამოხატული მოლოდინებისა და მისწრაფებების შესაბამისად“.

გარდა ამისა, რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ „გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვები, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობისა და სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური ძალებისა და ინდივიდუალური მომიტინგეების წინააღმდეგ სამართლებრივი მექანიზმების ბოროტად გამოყენების გზით, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“. ამ კონტექსტში ნახსენებია ნიკა მელია და ელენე ხოშტარია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics