21:08 - 31 Jan, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-31 10:50:46, 297 ნახვა

პოლიტიკა
დასავლეთთან დაძაბულობის ფონზე თბილისი აღმოსავლეთში პარტნიორებს ეძებს - Special Eurasia-ს ანგარიში

სპეციალური ევრაზიის ანალიტიკურმა ცენტრმა (Special Eurasia) რეგიონში მიმდინარე ძირითადი ცვლილებების შესახებ ყოვლისმომცველი ანგარიში გამოაქვეყნა. ექსპერტების დასკვნების თანახმად, 2026 წელი აზერბაიჯანის, როგორც ახალი ევრაზიული ლოჯისტიკის მთავარი არქიტექტორისა და სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური სტაბილურობის გარანტის სტატუსს განამტკიცებს.

ანგარისში აღნიშნულია რომ, საქართველოს დასავლეთთან რთული დიპლომატიური სიტუაციის ფონზე, ოცნების ხელისუფლება აზიის კონტინენტზე თანამშრომლობას აძლიერებს.

"საქართველოს დასავლეთთან რთული დიპლომატიური სიტუაციის ფონზე, თბილისი აქტიურად იწყებს საგარეო კავშირების დივერსიფიკაციას, აძლიერებს თანამშრომლობას თავის აღმოსავლელ პარტნიორებთან. ანგარიშის თანახმად, ძირითადი ჰაბები, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, სავარაუდოდ, პეკინის მასშტაბური საინვესტიციო სტრატეგიების ნაწილი გახდება. ეს რეგიონში ძალთა ახალ ბალანსს ქმნის, რომელშიც ბაქოსა და თბილისის სატრანზიტო ტანდემი კიდევ უფრო მეტ წონას იძენს." -  წერია ანგარისში.

ანგარიშის თანახმად აზერბაიჯანი ახელმწიფოებრიობის მშენებლობაში უპრეცედენტო იმპულსს ავლენს, განთავისუფლებული ტერიტორიების რეკონსტრუქციაში კოლოსალურ თანხებს (დაახლოებით 10 მილიარდ დოლარს) დებს. 

ანწარისში წერია, რომ ერევნისთვის 2026 წელი შიდა თვითგამორკვევის პერიოდი იქნება. მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები აჩვენებს სომხური საზოგადოების მზადყოფნას, მიიღოს ახალი რეალობა. ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებებისა და კომუნიკაციების განბლოკვისადმი კონსტრუქციული მიდგომა ერთადერთი გზაა სომხეთის აყვავებულ ეკონომიკურ სისტემაში ინტეგრაციისთვის, რომელიც აზერბაიჯანმა უკვე ააშენა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თავის გუნდს დაავალა, შეიმუშაონ გეგმა ირანის დასამარცხებლად გაჭიანურებული ომის გარეშე
მოსკოვში ბირთვული საბრძოლო ბუნკერების დეველოპერი დააკავეს
სტუ-ის რექტორი: უღრმესი მადლობა ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომ ეს რეფორმა დაიწყო
უკრაინას მასშტაბური ელექტროენერგიის გათიშვა ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი