|
2026-01-30 21:30:39, 563 ნახვა
ეკონომიკა
შესაძლებელია დისკუსია ფასების შესაძლო შემცირებაზე – კობახიძე საწვავის კომპანიებს შეხვდა
ივანიშვილის პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე "სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო კომისიის" სხდომის ფორმატში საქართველოში მოქმედი საწვავის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ადმინისტრაციის ცნობით, სხდომაზე განიხილეს საქართველოში საწვავზე არსებული ფასები და მისი შესაძლო შემცირების რესურსი. "აღინიშნა, რომ სასურსათო პროდუქციისგან განსხვავებით, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში საწვავის ფასები გაცილებით დაბალია, რაც მათ შორის განპირობებულია იმით, რომ აქციზის გადასახადი საქართველოში ევროპულ ქვეყნებში დაწესებულ შესაბამის გადასახადზე დაახლოებით 3-ჯერ ნაკლებია, თუმცა ამის მიუხედავად, გარკვეული დისკუსია ფასების შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით შესაძლებელია. მთავრობის მეთაურმა მოისმინა საწვავის კომპანიების წარმომადგენლების მოსაზრებები, როგორ აფასებენ ისინი ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, მიწოდების ჯაჭვის მუშაობას, ასევე ფასწარმოქმნის მექანიზმს. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო რეჟიმში დიალოგი გაგრძელდება. სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით დისკუსია მომავალი კვირიდან საპარლამენტო კომისიის ფორმატში გადაინაცვლებს". - ნათქვამია კობახიძის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვახტანგ იობაშვილმა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობი იმპორტირებული პროდუქტია, დამოკიდებულია საერთაშორისო ბაზარზე და ფასი ცვალებადი აქვს. "ყოველდღე იცვლება მსოფლიოს სანავთობო ბაზრებზე ფასები. რა და როგორ იქნება, ამას განვსაზღვრავთ [შეხვედრაზე]. ჩვენ ხომ დამოკიდებული ვართ ყიდვასა და გაყიდვაზე, ანუ, ჩვენი სექტორი მთლიანობაში დამოკიდებულია იმპორტირებულ პროდუქტზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვიცით იმ დღეს რა იქნება, ჩვენ არ ვიცით "პლაცების" ფასი რა იქნება იმ დღეს. ამიტომ, მოვლენებს წინ ნუ გავასწრებთ, დღეს მოვისმენთ ტველაფერს და ამისდა მიხედვით, ჩვენ განვსაზღვრათ შემდგომ რა შეიძლება იყოს და რა არა". - განაცხადა იობაშვილმა. ცნობისთვის, 28 იანვარს ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე "სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის" სხდომაზე 25 ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
2014 წლის შემდეგ პირველად, რუსები პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე საკუთარი დროშით გამოვიდნენ
ჟურნალისტებს, რომლებიც აქციას აშუქებდნენ, რეჟიმის შსს გზის გადაკეტვას ედავება
ფიშერი - სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობამ საქმე აქამდე მიიყვანა
შვედეთის საგარეო - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს თავისი ავტორიტარული კურსი
|
რედაქტორის რჩევით
ტრამპს ირანის წინააღმდეგ ქურთების გამოყენება სურს - დაიწყება თუ არა რეგიონში ქაოსი
„ისტორიული განაჩენი“. ირანის ლიდერი ნათესავებთან ერთად საკუთარ რეზიდენციაში ისრაელის საჰაერო ძალების 30 ბომბის შედეგად დაიღუპა
ომი უკრაინაში
უკრაინული დრონები სარატოვში სამიზნეებს ესხმიან თავს
ზელენსკი: რუსეთს 2027 წლისთვის ოდესასა და დნეპრის დაკავება სურს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)