09:46 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-30 12:21:56, 6547 ნახვა

კომენტარი
ელენე ხოშტარია -მოსკოვის მექანიზმის ამუშავება ძალიან სერიოზული სიგნალია

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ამუშავება ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი სიგნალია - ეს, ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, „ოცნების“ დასასჯელად გადადგმული პირველი ნაბიჯია,- ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის" პატიმრობაში მყოფი ლიდერი, ელენე ხოშტარია ეუთო-ს მიერ საქართველოზე „მოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურებას.

როგორც ხოშტარია წერს, ასეთი ნაბიჯები არ იდგმება დასავლური ინსტიტუტების მხრიდან ისე, რომ შემდეგ ნაბიჯებზე არ იყოს ნაფიქრი.

„ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის" ამუშავება ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი სიგნალია.

  • 1. „ოცნებას“ არა მარტო არ აღიარებენ, მათ მიღმა იწყებენ საქართველოში მოქმედებას;
  • 2. ეს, ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, „ოცნების“ დასასჯელად გადადგმული პირველი ნაბიჯია;
  • 3. ეს არის არა მხოლოდ ქიმიური იარაღის, არამედ ქვეყანაში შექმნილი საერთო კონტექსტის დამდგენი ჯგუფი;
  • 4. ასეთი ნაბიჯები არ იდგმება დასავლური ინსტიტუტების მხრიდან ისე, რომ შემდეგ ნაბიჯებზე არ იყოს ნაფიქრი;
  • 5. ეს არის საზოგადოებრივი პროტესტისა და ოპოზიციის მუშაობის შედეგი! მოქმედებას მოაქვს შედეგი!

ბოლომდე! ელენე ხოშტარია, რუსთავის ქალთა ციხე“,-წერს ხოშტარია.

ეუთოს 24-მა ქვეყანამ, ადამიანის უფლებების დარღვევების საპასუხოდ, საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა - და ექსპერტულ მისიას ქმნის.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი ბლოკში გაწევრიანების გზების რუკებს ამზადებს უკრაინის, მოლდოვას, მონტენეგროსა და ალბანეთისთვის
ტრამპის თქმით, ზელენსკი დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შემსუბუქებას
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics