02:44 - 14 Aug, 2026
|
2026-01-29 17:49:17, 738 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით 145 მილიონი ევრო გამოყო
ევროკავშირმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით 145 მილიონი ევრო გამოყო, - ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს. ევროკომისიის განცხადებით, დახმარება რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გაძლიერების ფონზე უკრაინელების თავშესაფრით, საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას მოხმარდება. „ჰუმანიტარული დახმარების პარალელურად, ევროკავშირმა უკრაინას 447 გენერატორი გადასცა. ასევე, დამატებით 500 გენერატორი გაიგზავნება“, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში. ამასთან, ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში ევროკომისია მოლდოვას 8 მილიონ ევროს გადასცემს, იქ მყოფი უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)