|
2026-01-29 14:36:23, 704 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ქართული ოპოზიციის ნაწილს შეხვდა
საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის კონგრესის თანამშრომლების დელეგაციის წარმომადგენლები ოპოზიციის ნაწილს შეხვდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მდივანი გია ბარამიძე, პარტია თავისუფლების მოედნის თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძე და კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა შეხვედრის შესახებ კომენტარები გააკეთეს. "ვენესუელასთან და სირიასთან შესაძლებელია მუშაობა და აშშ-ის დახმარება, რომ მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარონ და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება უკან წაიღონ. ამიტომ, შეხვედრაზე ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ეს იყო. ასევე იყო ზოგადი საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასთან, ადამიანის უფლებებთან, ზოგადად რა სიტუაციაა, მათ შორის, ცხადია, პირველ რიგში კითხვები ეხებოდა გრანტებთან დაკავშირებით გუშინ დაანონსებულ ახალ რეგულაციებსაც, რომელიც, ჩემი აზრით, კონგრესიის დელეგაციის ვიზიტს სპეციალურად დაამთხვიეს - და ამან რა პრობლემა შეიძლება შეგვიქმნას პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოებას. მათ ინფორმაცია ყველაფერზე ჰქონდათ, უბრალოდ რაღაც დეტალები იყო, რომლებზეც ჩვენ მივაწოდეთ დამატებითი ინფორმაცია, იქიდან გამომდინარე, ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში რაც ხდება". - თქვა ზურა ჯაფარიძემ. კომენტარი გააკეთა გია ბარამიძემაც. "ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ზუსტად ის მოვისმინეთ, რასაც ველოდით, რომ აშშ-ის ორივე პარტია საქართველოს მიმართ ისეა განწყობილი, როგორც უნდა იყოს - რომ მათ კარგად იციან საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, როგორი სახელმწიფო იყო საქართველო აქამდე და ის, დღეს ჩვენს ქვეყანაში რა მდგომარეობაა [...] "მნიშვნელოვანია, რომ აქ არიან კონგრესის ორივე პარტიის წარმომადგენლები. თვითონაც აღნიშნეს, რომ საქართველოს მიმართ რესბუბლიკელებსაც და დემოკრატებსაც ერთნაირი მხარდაჭერა და ენთუზიაზმი აქვთ". - თქვა ენმ-ის პოლიტიკურმა მდივანმა. შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა ლევან ცუცქირიძემ. "მათ ჩვენი შეხედულებები გავაცანით. მთავარი, რაც აშშ-სგან გვინდა, არის მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის, სახელმწიფოებრიობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად [...] ჩვენი სურვილი და გეგმაა, რომ აშშ-სთან ის ურთიერთობა აღდგეს, რაც გვქონდა, მაგრამ ეს ქართული ოცნების პირობებში ვერ მოხდება". - ამბობს ცუცქირიძე. კონგრესის წარმომადგენლებთან შეხვედრა შეაფასა ბადრი ჯაფარიძემ. "ჩვენი ამოცანაა, საქართველოსა და აშშ-ს შორის შეწყვეტილი სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს. აშშ-ს შეუძლია, ის ნაბიჯები გადადგას, რომელიც შესაბამის პირობებს შექმნის, რომ ის აღდგეს. ეს საქართველოს უსაფრთხოებისა და ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის უმნიშვნელოვანესია. საუბარი სწორედ ამაზე გვქონდა". - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 28 იანვარს, რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის წევრების ორპარტიული დელეგაცია ჩამოვიდა.
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)