17:17 - 28 Jan, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-28 15:37:29, 264 ნახვა

ეკონომიკა
დაისვა საკითხი, რომ შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო - პაატა კურტანიძე ფასების კომისიასთან შეხვედრის შემდეგ

“ავერსის” დამფუძნებლის პაატა კურტანიძის განცხადებით, “ფასების კომისიასთან” ფარმასექტორის შეხვედრაზე დაისვა საკითხი, რომ შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო, რომელიც მედიკამენტების ფასების საკითხზე იმუშავებს.

როგორც კურტანიძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, საკოორდინაციო საბჭოს შექმნის დეტალები განისაზღვრება.

“შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, ვინაიდან, ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც ნამდვილად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მედიკამენტების ფასი რაც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის, ამას დაემატება სხვა სამინისტროებიც, ვინაიდან კავშირშია ადგილობრივი წარმოება სხვა სამინისტროებთან... შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, ჩვენ წერილობით წარვადგინეთ წინადადებები, რა შეიძლება გაკეთდეს ხელისუფლების მხრიდან და ჩვენი მხრიდან იმისთვის, რომ წამლის ფასი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის და ძალიან კმაყოფილი ვარ პირადად მე იმით, რომ ხელისუფლებამ გამოთქვა სრული მზადყოფნა, რომ ეს შემუშავებული წინადადებები რეალურად განხორციელდეს.

ახლა, უბრალოდ დაისვა საკითხი, რომ ვინაიდან რამდენიმე სამინისტროა ჩართული ასეთი კომპლექსური საკითხების მოგვარებაში, შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ნაყოფიერი მუშაობით, ვინაიდან მთავრობასაც, კომპანიებსაც სურვილი და მიზანი ერთი გვაქვს, რომ რაც შეიძლება გაიაფდეს მედიკამენტი, შედეგები აუცილებლად იქნება”, - განაცხადა პაატა კურტანიძემ.

“ფასების სამთავრობო კომისიასთან” შეხვედრა კურტანიძემ დადებითად შეაფასა. მისი თქმით, შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი.

“პრემიერ-მინისტრმა, მინისტრებმა, მთავრობის წევრებმა, სექტორის წევრებმა მოგვისმინეს ძალიან ყურადღებით, დაინიშნა ძალიან ბევრი საკითხი. რაც გაჟღერდა ხელისუფლების მხრიდან არის ის, რომ ჩვენ წარვადგინოთ ყველა ის წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს მედიკამენტების გაიაფებას. ზოგადად, ბიზნესს აქვს ოქროს კანონი, პირადად რასაც მე ვიყენებ 34 წელია, რაც ბიზნესში ვარ. რაც უფრო იაფად და რაც უფრო ნაკლები ფასნამატით ყიდი, მით უფრო მეტს ყიდი და მით უფრო მეტი გაქვს მოგება. რაც უფრო ძვირად და მეტი ფასნამატით ყიდი, მით უფრო ნაკლებს ყიდი და მით უფრო ნაკლები გაქვს მოგება და ბოლოს საერთოდ კოტრდები. ანუ, ჩვენი - ბიზნესმენების ბუნებრივი ინტერესია, რომ რაც შეიძლება ნაკლები ფასნამატით, რაც შეიძლება იაფად გავყიდოთ პროდუქცია, მით უმეტეს მედიკამენტები, რომ მოსახლეობამ შეძლოს მისი შეძენა. თუ ვერ შეიძინა ადამიანმა, ბიზნესი არ ვიქნებით”, - განაცხადა კურტანიძემ.

მისივე თქმით, ფარმასექტორში კონკურენცია არის უმწვავესი.

“ამჟამად, საქართველოში ბრუნვაში არის დაახლოებით 10 000 მედიკამენტი, 7000-ზე არის უკვე რეფერენტული ფასი, იმ 3000-საც თანდათან ამატებს სამინისტრო. რაც შეეხება 7000 პოზიციიდან, დღეს სხდომაზეც აღვნიშნე, რომ 20%-ზე მეტს ფარმაცევტული კომპანიები კონკურენციიდან გამომდინარე, უფრო იაფად ვყიდით, ვიდრე რეფერენტული ფასებია. ასე რომ, რეფერენტული ფასები ეს ერთია, მაგრამ კონკურენცია ფარმაცევტულ სფეროში, 33 წელია ამ სფეროში ვარ, არის უმწვავესი და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რეფერენტული ფასზე უფრო იაფადაც ვყიდით, იმიტომ, რომ არის კონკურენცია.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მთავრობას აქვს სურვილი და კომპანიებს გვაქვს სურვილი, რომ მუდმივად, რაც შეიძლება გაიაფდეს მედიკამენტები. ეგ არის ბიზნესის არსი და მიზანი”, - განაცხადა “ავერსის” დამფუძნებელმა.

რაც შეეხება კითხვას - არის თუ არა გაიაფების სივრცე, კურტანიძემ მაგალითად წამლების რეგისტრაციის შესახებ არსებული მოსალოდნელი რეგულაცია მოიყვანა.

“სივრცე არის ის, რომ, მაგალითად, წინა მინისტრმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც წამლების რეგისტრაცია საქართველოში არის მსოფლიოში უმკაცრესი. ამიტომ, ბევრი მწარმოებლის წამალი უახლოეს ხანებში, ვინაიდან ეს დადგენილება (2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება) ძალაში შედის - ორჯერ მოხდა მისი გადავადება - ბევრი წამალი აღარ იქნება ქვეყანაში, რომლებსაც აქვს შედარებით დაბალი ფასი და მოსახლეობას მოუწევს მის მაგივრად ძვირად ღირებული ანალოგის ყიდვა.

[ეს რეგულაცია] გაუქმდება, შეიცვლება თუ გადაიხედება, ამაზე მივიღეთ სწორედ, მთავრობიდან აზრი, რომ ამის განხილვა მოხდება. ასეთი სივრცეები ნაყოფიერი მუშაობის შედეგად ძალიან ბევრი გამოჩნდება... ასეთი საშუალებები, რომ როგორმე კიდევ უფრო გაიაფდეს მედიკამენტები, ეფექტური მუშაობით ნამდვილად ბევრი გამოჩნდება”, - განაცხადა “ავერსის” დამფუძნებელმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კირ სტარმერი ჩინეთში ჩავიდა
აშშ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ICE-ის აგენტებს გაგზავნის- იტალია აღშფოთებულია
ბაბიშის ხელისუფლებამ რუსი დიპლომატებისთვის მოგზაურობის წესები შემსუბუქა
ჟორჟოლიანი - მედიკამენტებისა და სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ შესაძლებელია ფასების შემცირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი