|
2026-01-22 10:59:38, 1362 ნახვა
ეკონომიკა
სამშენებლო მასალების სარეკომენდაციო საბაზრო ფასს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაადგენს
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი ახორციელებს მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც ეხება სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში შესასყიდი სამუშაოების სარეკომენდაციო ღირებულებების დადგენას, - ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული. დეპარტამენტმა შეისწავლა და გააანალიზა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და ადგილობრივი თვითმართველობების მიერ შესყიდული ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები. „აღნიშნული შესწავლის ფარგლებში, თვალსაჩინოდ გამოიკვეთა შესყიდვის დაგეგმვის ეტაპზე სამშენებლო სამუშაოების ღირებულების დადგენის არაერთგვაროვანი პრაქტიკა, რაც დიდწილად განაპირობებდა გამოცხადებული ტენდერების უშედეგოდ დასრულებას, შესყიდული სამუშაოების ხარისხსა და სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში შესასყიდ სამუშაოებთან დაკავშირებით გაიმართა არაერთი შეხვედრა შემსყიდველ ორგანიზაციებთან, რომლებიც ახორციელებენ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, და სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან, მათ შორის, ა(ა)იპ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან. დეპარტამენტის ინიცირებით, გამოიცა საქართველოს მთავრობის განკარგულება, რომლითაც სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაევალა სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით სამშენებლო მასალების, მანქანა-მოწყობილობებისა და შრომის ანაზღაურების შესაბამისი სარეკომენდაციო საბაზრო ღირებულების განსაზღვრა", - აღნიშნულია დოკუმენტში. ანგარიშის თანახმად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეიმუშავა შრომის ანაზღაურების სარეკომენდაციო საბაზრო ღირებულებები, რაც ხელფასების მხრივ საშუალოდ 20-25 პროცენტიანი ზრდას გულისხმობს. გარდა ამისა, ბიურო მოამზადებს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებული სამშენებლო მასალების, მანქანა-მოწყობილობებისა და შრომის ანაზღაურების საბაზრო ღირებულების ნუსხას, რომელიც ყოველწლიურად განახლდება და სახელმწიფო უწყებებს, საჯარო/კერძო ორგანიზაციებს და დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, ეფექტიანად დაგეგმონ და წინასწარ გაითვალისწინონ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებული სავარაუდო ხარჯები. როგორც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტში აღნიშნავენ, სამშენებლო მასალების შესაბამისი სარეკომენდაციო საბაზრო ფასის დადგენა და მისი ყოველწლიური განახლება ხელს შეუწყობს შესყიდვების ეფექტიანად, რაციონალურად და გამჭვირვალედ განხორციელებას, რაც თავის მხრივ, აისახება შესყიდული სამუშაოების ხარისხობრივ მაჩვენებლებზე.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)