05:43 - 14 Aug, 2026
|
2026-01-15 21:25:07, 793 ნახვა
პოლიტიკა
კარიბის ზღვაში აშშ-მა ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ ერთი ტანკერი დააკავა
კარიბის ზღვაში აშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებული "ჩრდილოვანი ფლოტის" კიდევ ერთი ტანკერი დააკავა. აშშ-ის სამხედრო ძალების სამხრეთ სარდლობამ გამთენიისას ჩატარებული ოპერაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ აშშ-ის ძალებმა ტანკერი "ვერონიკა" დააკავეს. სარდილობის თანახმად, ტანკერი "ინციდენტების გარეშე" დააკავეს. "ვენესუელიდან მხოლოდ ის ნავთობი გავა, რომელიც სათანადოდ და კანონიერად იქნება კოორდინირებული", - განაცხადა სამხრეთ სარდლობამ. Reuters-ის ინფორმაციით, "ვერონიკა" ნავთობის ტანკერია, რომელსაც რუსული გადაზიდვების კომპანია MG-FLOT LLC მართავს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს დეკემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული მეექვსე გემია, რომელსაც ვენესუელური ნავთობი გადაჰქონდა და აშშ-მა დაიკავა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)