15:55 - 12 Mar, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-14 18:33:33, 470 ნახვა

პოლიტიკა
Reuters: ვითარების გამწვავების ფონზე, აშშ ახლო აღმოსავლეთის ბაზებიდან პერსონალს გაიყვანს

ირანში არსებული გამწვავებული დაძაბულობის ფონზე, აშშ ახლო აღმოსავლეთში არსებული ძირითადი სამხედრო ბაზებიდან პერსონალის გაყვანას იწყებს. ეს ინფორმაცია Reuters-ს ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა მიაწოდა, ანონიმურობის პირობის დაცვით.

Reuters წერს, რომ ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ირანის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს უთხრა, რომ თეირანმა მეზობელი ქვეყნები გააფრთხილა, რომლებიც საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედროებს მასპინძლობენ, რომ თუ ვაშინგტონი დარტყმას განახორციელებს, ირანი ამერიკულ სამხედრო ბაზებზე მიიტანს იერიშს.

მანამდე, Reuters-ს სამმა დიპლომატმა განუცხადა, რომ კატარში მდებარე აშშ-ის ალ-უდეიდის საჰაერო ბაზის პერსონალის ნაწილს ქვეყნის დატოვება ოთხშაბათს საღამომდე ურჩიეს.  

ალ-უდეიდი აშშ-ის უდიდესი ბაზაა ახლო აღმოსავლეთში, სადაც დაახლოებით 10 ათასი სამხედროა დისლოცირებული.

სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მომიტინგეების სასტიკი დარბევის ფონზე ირაკლის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ყველა შეხვედრა გააუქმა და ირანელებს მიმართა: "ბევრი დახმარება გზაშია, სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ეკონომიკურიც".

CBS News-მა დაწერა, რომ ირანიდან სამშაბათს გავრცელებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ხელისუფლების მიერ დაწყებულ მკაცრ რეპრესიებს, რომლებიც უკვე ორ კვირაზე მეტხანს გაგრძელებული მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტების ჩასახშობად განხორციელდა, შესაძლოა გაცილებით უფრო მეტი მსხვერპლი ჰყავდეს, ვიდრე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოქმედი აქტივისტები აქამდე აცხადებდნენ.

ირანში მყოფმა ერთ-ერთმა წყარომ, რომელმაც ქვეყნის გარეთ დარეკვა შეძლო, CBS News-ს უთხრა, რომ აქტივისტური ჯგუფები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო უწყებებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე დაღუპულთა რაოდენობის დადგენას ცდილობენ, ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი მინიმუმ 12 ათასია და შესაძლოა 20 ათასსაც მიაღწიოს.

უკვე მე-18 დღეა ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციები მიმდინარეობს.  დემონსტრაციები ქვეყნის მასშტაბით 585 ადგილას - 186 ქალაქსა და 31-ვე პროვინციაში იმართება.

საპროტესტო მოძრაობის დაწყება მზარდ ინფლაციასა და ეროვნული ვალუტის კოლაფსს მოჰყვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით „ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე“ შესარჩევი ტურის რეგისტრაცია დაიწყო
IDF: დარტყმები მივიტანეთ ირანის იმ ბირთვულ ობიექტზე, სადაც რაკეტების წარმოება ხდებოდა
შსს-მ პარლამენტის წინ არსებულ კარვებში ცეცხლის გაჩენაზე გამოძიება დაიწყო
გივი თარგამაძის გამოკითხვა დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics