15:34 - 24 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-28 15:16:55, 1194 ნახვა

საზოგადოება
შოთა გულბანი: „პირველადი ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესება აუიცლებელია...“

პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარება, მედიკამენტებისა და ამბულატორიული მომსახურების ხელმისაწვდომობა, ექიმთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება ჯანდაცვის სფეროს რეფორმებში პრიორიტეტულ თემებად რჩება. კომპანია  „გლობალური ალიანსი” ჯანდაცვის სამინისტროს მიმდინარე  პროგრამებისა და რეფორმების განხორციელებასა და სწორად დაგეგმვაში ეხმარება, სამუშაო გეგმის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ პირველადი ჯანდაცვის დახვეწას გულისხმობს. ცოტა ხნის წინ ფონდ ,,კურაციოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით სწორედ პირველადი ჯანდაცვა გამოიკვეთა ჯანდაცვის სექტორისთვის არსებულ გამოწვევებს შორის. 

დავინტერესდით რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პირველადი ჯანდაცვის გამართულად მუშაობასა და ამბულატორიული მომსახურების ხელმისაწვდომობას საზოგადოების სხვადასხვა წევრები.

ჯანდაცვის სექტორში არსებულ გამოწვევებს  ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი, შოთა გულბანი გამოეხმაურა. გულბანმა დაწვრილებით მიმოიხილა პროგრამის დადებითი და უარყოფითი მხარეები და ისაუბრა იმ მოლოდინებზე, რაც პროგრამის განხორციელებას უნდა მოჰყვეს:

,,რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს გამოვყოფ, რაც დღეს მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის ნამდვილად პრობლემაა. მაგალითად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში რის გაუმჯობესებას ვისურვებდით, ან რა არის მთავარი პრობლემა სამედიცინო მომსახურების სფეროში,  მიმაჩნია, რომ  ორივე მათგანზე პასუხი  იქნება ცალსახა: მედიკამენტების ფასები და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.

არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია,მედიკამენტების შეძენისას რა ახდენს გავლენას მომხმარებლის არჩევანზე. ვფიქრობ, აქაც პასუხი ცალსახაა –  ეს არის ექიმის რეკომენდაცია.  ვეჭვობ, მოსახლეობის ინფორმირებულობა მედიკამენტების ხარისხთან, მის წარმომავლობასთან და ვარგისიანობასთან დაკავშირებით იმ დონეზე იყოს, რომ მათ თავად გადაწყვიტონ, რომელი მედიკამენტია მათთვის უმჯობესი. აქ უკვე ვაწყდებით პირველადი ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესების აუცილებლობას. ექიმმა, რომელიც პაციენტს რეცეპტს უწერს, არ უნდა ისარგებლოს სხვადასხვა გარემოებით და მას რეალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს კონკრეტულ მედიკამენტებთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ რომელიმე ჯენერიკის გამოწერის შესაძლებლობა არსებობს, რომლის ფასი ხელმისაწვდომია და ხარისხიც შესაბამისი, მან ეს უნდა გააკეთოს და არ აიძულოს პაციენტი, მაინცდამაინც ძვირიანი, ორიგინალი შეიძინოს“, - აღნიშნა შოთა გულბანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კუპრაძე - ეს არის „ქართული ოცნების“ მაფიოზური წესრიგი. სახელმწიფო თანამდებობებს საკუთარ ვიწრო წრეებში ინაწილებენ, ხალხის ბიუჯეტს ძარცვავენ
აუდიტის სამსახურმა 2026 წლის ბიუჯეტის ცვლილებებში რამდენიმე რისკსა და ხარვეზზე მიუთითა
40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - „თეგეტა მოტორსში“ Black Friday დაიწყო
თიბისი, ბიზნეს ბარათით გადახდებზე, მომხმარებლებს 500 ლარის ქეშბექს სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics