04:24 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-21 11:43:27, 11645 ნახვა

მსოფლიო
ისრაელი ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება

NBC News-ის ინფორმაციით, ისრაელი სერიოზულად შეშფოთებულია, რომ ირანი იწყებს ურანის გამდიდრების ობიექტების აღდგენას.

განსაკუთრებულ საფრთხედ განიხილება ირანის სარაკეტო პოტენციალის სწრაფი ზრდა და საჰაერო თავდაცვის სისტემების აღდგენა. დასავლური სადაზვერვო წყაროების შეფასებით, თეირანს შეუძლია თვეში 3 000-მდე რაკეტის წარმოება, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის როგორც ისრაელს, ისე მთლიან რეგიონს.

წყაროების ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუ დეკემბრის ბოლოს ფლორიდაში დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს, სადაც განიხილება ირანის წინააღმდეგ სამხედრო სცენარები.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი შეეცდება დაარწმუნოს აშშ-ის პრეზიდენტი, რომ დრო კრიტიკულია და ირანის შეკავებისთვის დაუყოვნებლივი ნაბიჯებია საჭირო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics