04:27 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-21 11:14:24, 11339 ნახვა

მსოფლიო
პუტინმა პირადად აირჩია უიტკოფი შეერთებული შტატებიდან მთავარ მომლაპარაკებლად - The Wall Street Journal

 პუტინმა პირადად აირჩია უიტკოფი შეერთებული შტატებიდან მთავარ მომლაპარაკებლად. - ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს. გამოცემის თანახმად, პუტინმა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცთან კავშირების გამო, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისთვის სასურველ მომლაპარაკებლად თავად აირჩია აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, მილიარდერი უძრავი ქონების დეველოპერი და დონალდ ტრამპის დიდი ხნის გოლფის პარტნიორი, სტივ ვიტკოფი.

 სტატიაში ნათქვამია, რომ აშშ-ის წარმომადგენელი უკვე ექვსჯერ იმყოფებოდა რუსეთში, მაგრამ უკრაინაში არასდროს ყოფილა. WSJ-ის წყაროების ცნობით, პუტინი უიტკოფთან შეხვედრით იყო დაინტერესებული. პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა უიტკოფი რუსეთში მიიწვია, შუამავლად კი საუდის არაბეთის პრინცი, მოჰამედ ბინ სალმანი გამოიყენა. გამოცემის ცნობით, საუდის არაბეთის პრინცი დმიტრიევის ძველი მეგობარია. WSJ-მ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებების საკითხებში ჩართული პირების ცნობით, უიტკოფის საუდის არაბეთში ყოფნის დროს პრინცმა მოჰამედმა რუსებს მისი კანდიდატურა თავად შესთავაზა.

 თეთრი სახლის პრესმდივანმა ანა კელიმ WSJ-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვიტკოფის დანიშვნის გადაწყვეტილება მხოლოდ ტრამპმა მიიღო და „მინიშნება იმის შესახებ, რომ უცხო ქვეყნებს რაიმე გავლენა ჰქონდათ ამ გადაწყვეტილებაზე, აბსურდულია“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics