|
2016-03-27 10:15:37, 646 ნახვა
საზოგადოება
Art Time ბავშვებისათვის - შაბათი-კვირა გასართობ-შემეცნებითი დრო „ვენდისში“
ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ საკვირაო სკოლა „რებუსთან“ ერთად, ბავშვებისათვის გასართობ-შემეცნებით ღონისძიებებს იწყებს და ყოველ შაბათ-კვირას „ვენდის“ ხუთ რესტორანში თბილისში, ვაკეში. რუსთაველზე, საბურთალოზე, 26 მაისის მოედანზე და გლდანის პარკთან ბავშვებს სახალისო და საინტერესო დროის გატარებას ჰპირდება უფასოდ. ღონისძიებების ფარგლებში ბავშვები დაეუფლებიან სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების დამზადების ხელოვნებას, დახატავენ, გამოძერწავენ, დაამზადებენ ინსტალაციებს, მოზაიკას და ა.შ. Art Time „ვენდისში“ საინტერესო და მრავალფეროვანი ღია გაკვეთილებია, რომელიც ბავშვთა სწორ განვითარებას და პოზიტიური ემოციებით დატვირთვას ისახავს მიზნად. „ამ პროექტის პრეზენტაციისთვის დიდი ხანი ვემზადებოდით. “ვენდის“ გოგონებმა მასტერკლასები საკვირაო სკოლა „რებუსის” პროფესიონალი ინტსტრუქტორების დახმარებით გაიარეს და მრავალი კუთხით დახელოვდნენ, შესაბამისად, ყოველ შაბთ-კვირას “ვენდის“ თბილისის ხუთ რესტორანში ბავშვებისათვის დროის კიდევ უფრო საინტერესოდ გატარებას უზრუნველვყოფთ და მშობლებს კი ვპირდებით, რომ ვიზრუნებთ მათი ბავშვების სწორ განვითარებასზე ყოეელგვარი გადასახადის გარეშე. ბავშვებს ადრეული ასაკიდან ვაზიარებთ ხელოვნებას, რაც მათ ფანტაზიის გამრავალფეროვნების და გარემოს პოზიტიური აღქმის კუთხით მნიშვნელოვნად დაეხმარება.“ აცხადებს „ვენდის“ მარკეტინგის დირექტორი სოფო ჩოგოვაძე. Art Time „ვენდის“ შემდეგ რესტორნებში აღნიშნულ საათებში გაიმართება: რუსთაველის „ვენდი“ - 13:00-15:00 სთ. , 26 მაისი მოედნის რესტორანი - 13:00-15:00 სთ. გლდანის პარკთან „ვენდი“ - 13:00-15:00 სთ, ვაკის „ვენდი“ - 16:00-18:00 სთ, ხოლო საბურთალოზე 16:00-18:00 სთ. „ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში 2015 წლის დეკემბრიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით უკვე ჩაანაცვლა და „სმარტთან“, „მარშესთან“, „პურის სამყაროსთან“, „მილკოსა“ და „ბადაგთან“ თანამშრომლობით ერთგულ მომხმარებელს ახლა უკვე ქართული ქათმის ხორცითა, ბოსტნეულითა თუ სხვა პროდუქტებით დამზადებულ ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს. (R)
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)