|
2016-03-26 15:45:00, 789 ნახვა
საზოგადოება
დენდროლოგიურ პარკში 650 კიპარისი დაირგო
თბილისის დენდროლოგიურ პარკში, საგაზაფხულო რგვების ფარგლებში, 650 კიპარისი დაირგო. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ხე-მცენარეები მერიის წარმომადგენლებთან და თურქმენეთის ელჩ დოვლეტმურატ მურატოვთან ერთად დარგო. გამწვანების აქციაში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი მერსი ტემბონი, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მერიის ინფორმაციით, აქციის ფარგლებში, დენდროლოგიურ პარკში, 7000 კვ.მ ფართობზე, სულ 650 კიპარისის (1,20-2,0მ სიმაღლე) ნერგი დაირგო. აქედან, პარკის გასამწვანებლად 80 კიპარისი, საკუთარი ინიციატივით, თურქმენეთის საელჩომ შეიძინა. ,,ღონისძიების ფარგლებში ხეები დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე ირგვება, თბილისის ზღვასთან საკმაოდ ახლოს, რაც მომავალში ამ ტერიტორიის რეკრეაციული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის და განსაკუთრებით, ჩვენი უცხოელი პარტნიორების ჩართულობა. დღევანდელი ღონისძიების ინიციატორი, ჩვენთან ერთად, იყო თურქმენეთის საელჩო, ვინაიდან საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ურბანული გამწვანების თვალსაზრისით. ამდენად, მათი გამოცდილება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, მეგობრობის და პარტნიორობის ფარგლებში ერთობლივად ჩვენს ქალაქზე ზრუნვა არის მნიშვნელოვანი და სასარგებლო როგორც ეკოლოგიური განვითარების თვალსაზრისით, ასევე, ჩვენი მეგობრობისა და ურთიერთობების გაღრმავების კუთხით’’,- განაცხადა დავით ნარმანიამ. „საგაზაფხულო რგვები მიმდინარე წლის მაისში დასრულდება. გამწვანების სამუშაოები წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, სპეციალისტების რეკომენდაციებით შემუშავებული გეგმის მიხედვით ტარდება. გაზაფხულზე, ქალაქის მასშტაბით, 80 700 წიწვოვანი და ფოთლოვანი ნერგი დაირგვება. უკვე შერჩეულია რამდენიმე ლოკაცია: მახათას მთის მიმდებარედ 15ჰა ფართობი, ოქროყანაში - გამხმარი და დაავადებული ხეებისაგან გამოთავისუფლებული ტერიტორია, დიდი დიღმისა და ქალაქის შიდა, პარკ-სკვერებისა და ცენტრალური ქუჩების მიმდებარე ტერიტორია. დარგული ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფენ“, - აცხადებენ მერიაში. მათივე ცნობით, 2016 წელს თბილისის მასშტაბით დაგეგმილია 180 000 ნერგის დარგვა. 100 000 ხე-მცენარე, შემოდგომაზე, სეზონური რგვების ფარგლებში დაირგვება.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)