|
2025-12-10 19:12:35, 1132 ნახვა
პოლიტიკა
ქართული ოცნების პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ტროტუარზე აქციის შემზღუდავი კანონი
ქართული ოცნების პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო შეკრების ან მანიფესტაციების შესახებ კანონში მორიგი რეპრესიული ცვლილებები. კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, მანიფესტაციის ორგანიზატორი ვალდებულია, შეკრების ჩატარების თაობაზე შსს გააფრთხილოს, ხოლო უწყებას უფლება ეძლევა, შეკრების ორგანიზატორებს ალტერნატიული ადგილი და სვლა-გეზი შესთავაზოს. თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან პოლიციელების მოთხოვნას, მათ 15-დღემდე, ხოლო ორგანიზატორებს 20-დღემდე პატიმრობა ემუქრებათ. განმეორების შემთხვევაში კი სასჯელი 1-წლამდე გაიზრდება. "ცვლილებების მიხედვით, სპონტანური და არასპონტანური შეკრების ან მანიფესტაციების ორგანიზატორს დაეკისრება ვალდებულება, შეკრების ან მანიფესტაციების ჩატარების თაობაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს ნაცვლად შსს გააფრთხილოს. გაფრთხილების მიღების შემდეგ შსს-ს მიენიჭება უფლებამოსილება შეკრების ან მანიფესტაციების ორგანიზატორებს შესთავაზოს შეკრების ჩატარების ადგილისა და სხვა სვლა-გეზის ცვლილება. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოთავაზებული შეკრების ფორმა, ჩატარების ადგილი, ან სვლა-გეზი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებს, საწარმოებს, დაწესებულებისა და ტრანსპორტის ნორმალურ მუშაობას, ასევე ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ანდა ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. თუ სპონტანური ან არასპონტანური შეკრების მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილზე, ანდა სვლა-გეზზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ დათანხმდებიან და შეკრებას ან მანიფესტაციას მაინც იმ ადგილას ჩაატარებენ, რითაც შეზღდავენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, ასეთი მანიფესტაციის მონაწილეს დაეკისრება ადმინისტრაციული პატიმრობა 15-დღემდე ვადით, ხოლო ორგანიზატორს 20-დღემდე ვადით. ამასთანავე, ანალოგიური ქმედების განმეორებით ჩადენისთვის მონაწილეს ან ორგანიზატორს სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობა დაეკისრება სსკ-ის 347-ე მუხლით, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა 1-წლამდე ვადით. საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ეს ცვლილებები არის მიღებული, რათა დაცული იქნას, მაქსიმალურად, ბალანსი, როგორც შეკრებისა და გამოხატვის თავსუფლებასთან მიმართებით, ასევე იმ მოქალაქეების უფლებები, რომლებიც ცხოვრობენ ყოველდღიურად ჩვენს ქვეყანაში", - თქვა ირაკლი კირცხალიამ.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)