|
2025-12-10 18:17:54, 1171 ნახვა
პოლიტიკა
OC Media: ელჩ ტალიაშვილის ქმარი სანქცირებულ რუს ბიზნესმენებს იურიდიულ დახმარებას უწევს
OC Media წერს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის თამარ ტალიაშვილის ქმარი დავით კუხალაშვილი მოსკოვში მოქმედი იურიდიული კომპანიის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია. OC Media ამ ინფორმაციას კორპორატიულ დოკუმენტებსა და არქივის მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დავით კუხალაშვილის კომპანია ეხმარებოდა სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ ბიზნესებს - კერძოდ, იურიდიულ დახმარებას უწევდა ისეთ კლიენტებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, აშშ-ისა და ევროპის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ. რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე დავით კუხალაშვილმა იურიდიული კომპანია DTK Partners მოსკოვში 2014 წელს დააფუძვნა. DTK Partners-ს ღიად აცხადებს, რომ მუშაობს გაყინული აქტივების განბლოკვაზე დასავლურ იურისდიქციაში. ვებ-გვერდის არქივირებული ვერსიების თანახმად, დავით კუხალაშვილი თავად ამზადებდა მიმართვებს ევროკავშირისა და აშშ_ის უწყებებისთვის ისეთი კლიენტების საელით, როგორებიც არიან SPB Bank-ი, ასევე NSD - მოსკოვის ბირჟის ცენტრალური ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარიუმი, რომლებიც აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფებიან. კომპანიის ვებ-გვერდზე აღწერილია კონკრეტული სამართლებრივი გზები გაყინულ აქტივებზე ხელახლა ხელმისაწვდომობის მოსაპოვებლად - მათ შორის, DTK Partners აცხადებს, რომ უზრუნველყოფს სრულ იურიდიულ მხარდაჭერას განცხადებების მომზადებასა და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, გასაჩივრებაში. OC Media წერს, რომ თამარ ტალიაშვილის ქმარი, კერძოდ, მისი კომპანია რამდენიმე მნიშვნელოვან საქმეში რუსეთის სახელმწიფო ინტერესებსაც წარმოადგენდა - კერძოდ, აღნიშნავს, რომ ის ხშირად ფიგურირებს რუსეთის სახელმწიფო მედიაში, როგორც ავიაციის ინციდენტების ექსპერტი და არაერთ საქმეში ფიგურირებდა, როგორც რუსეტის სამთავრობო უწყებებთან და სახელმწიფოსთან კავშირში მყოფი. OC Media სტატიაში თამარ ტალიაშვილის ქონებრივ დეკლარაციაზეც ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ მას და მის ქმარს - სოლიდური დანაზოგი აქვთ რუსულ ბანკებში, ასევე, ფლობენ ბინას მოსკოვში. საკითხთან დაკავშირებით კომენტარისთვის OC Media-მ აშშ-ში საქართველოს საელჩოს კითხვით მიმართა, თუმცა საელჩომ მათ კომენტარი არ მიაწოდა.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)