21:05 - 10 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-08 12:50:42, 381 ნახვა

პოლიტიკა
დარახველიძე არ პასუხობს კითხვას, რა ნივთიერებები გამოიყენა შსს-მ მოქალაქეების წინააღმდეგ 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით

 შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე არ პასუხობს კითხვას, რა ნივთიერებები გამოიყენა შსს-მ მოქალაქეების წინააღმდეგ 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით. 

„როგორც განგიმარტეთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაასაჯაროვა ყველა ის ინფორმაცია, რაც აუცილებელი იყო [...]. შესაბამისად, აღნიშნულ ნივთიერეების გამოყენებასთან დაკავშირებით საჯაროდ არის ხელმისაწვდომი ეს ინფორმაცია და შეგიძლიათ, გამოიყენოთ.

28 დეკემბრიდან 5 დეკემბრამდე ადგილი ჰქონდა მასობრივ არეულობას. პოლიციამ ჯერ არაერთგზის გააფრთხილა საზოგადოება და ამის შემდეგ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები, რაც არის გათვალისწინებული პოლიციის შესახებ კანონში. 

კონკრეტულ ნივთიერებაზე გაგეცით პასუხის არაერთხელ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების წარედგინა ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც აუცილებელი იყო ამ საკითხის გამოსაძიებლად“. - თქვა ალექსანდრე დარახველიძემ. მან არ უპასუხა ჟურნალისტის არაერთ დამაზუსტებელ კითხვას ტრიქლოროეთილენის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით. 

დარახველიძემ ასევე არ თქვა, რას ნიშნავს სუსის  განცხადება, რომ 2009 წელს შსს-მ შეიძინა ქიმიური ნივთიერება – ტრიქლორეთილენი და რომ საუბარია ჩამოწერილ ნაშთზე 880 ლიტრის ოდენობით. 

6 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოადგილე ლაშა მაღრაძემ ბრიფინგი ჩაატარა და განაცხადა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბერს აქციების დაშლის დროს გამოიყენებოდა ნივთიერება ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც შსს-მ 2007 წლის დეკემბერში შეიძინა, ხოლო 2009 წლის მარტში შეიძინა ტრიქლოროეთილენი.  

მაღრაძის თქმით, შსს-მ 2024 წლის 4-5 დეკემბერს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლში გამხსნელად გამოიყენა „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი.

არც სუსი და არც შსს, რა ნივთიერებები გამოიყენეს საპროტესტო აქციების სხვა დღეებში – აქციები 28 ნოემბერს დაიწყო. შსს-მ იმავე დღეს დაიწყო დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების, მათ შორის, წყლის ჭავლის გამოყენება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Minval: თბილისის სატარიფო დემარშის პასუხად, ბაქო სომხეთამდე რკინიგზის აღდგენას განიხილავს
დანიის დაზვერვამ პირველად მოიხსენია აშშ უსაფრთხოების პოტენციურ საფრთხედ
ოცნების მოკავშირე უნგრეთის მთავრობა, არასრულწლოვნებზე ძალადობის გამო, დიდი სკანდალის ზღვარზეა
ქართული ოცნების პარლამენტმა განათლების "რეფორმის" კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი