|
2025-12-04 21:59:13, 1518 ნახვა
პოლიტიკა
გაეროს სპეცწარმომადგენელი საქართველოზე - შემაშფოთებელ ამბებს ვისმენ
გაეროს სპეციალურ მომხსენებელს უფლებადამცველების საკითხებში, მერი ლავლორი ეხმაურება BBC-სთვის მიცემული ინტერვიუს გამო საიას იურისტების გამოკითხვაზე დაბარებას. როგორც მერი ლავლორი აცხადებს, ადამიანის უფლებების დარღვევებზე შეშფოთების გამოხატვა არ უნდა განიხილებოდეს როგორც „სახელმწიფო ინტერესების დაზიანება“. „შემაშფოთებელ ამბებს ვისმენ იმის თაობაზე, რომ თამარ ონიანი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საიას) ადამიანის უფლებათა პროგრამის დირექტორი და ერთი თანამშრომელი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიბარა დაკითხვაზე BBC-ის დოკუმენტურ ფილმში გაკეთებული განცხადებების გამო. ისინი ასევე გუშინ მოსამართლის მიერ მოწმეების სახით დაიკითხნენ. ადამიანის უფლებების დარღვევებზე შეშფოთების გამოხატვა არ უნდა განიხილებოდეს როგორც „სახელმწიფო ინტერესების დაზიანება“, – აცხადებს მერი ლავლორი.
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)