11:01 - 05 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-02 23:48:36, 991 ნახვა

პოლიტიკა
საია: BBC-ის სიუჟეტთან დაკავშირებით გამოკითხვაზე ჩვენი 2 თანამშრომელი დაიბარეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტთან დაკავშირებით სუს-ში გამოკითხვაზე მათი ორი თანამშრომელი - ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი და კიდევ 1 ადამიანი, დაიბარეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება აჩენს ეჭვს, რომ გამოძიების მიზანი არა სიმართლის დადგენა, არამედ "იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებზე ზეწოლაა რომლებიც სისტემურ უფლებადარღვევებზე საუბრობენ."

"BBC-ის საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე დაიბარა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი და თანამშრომელი. ჩვენი თანამშრომლები მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხებიან.

ხაზგასმით გვსურს, აღვნიშნოთ, რომ საიას წარმომადგენლები BBC-თან მიცემულ ინტერვიუში ახმოვანებენ ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც ემყარება უფლებების დარღვევის შემთხვევების მონიტორინგს.

ფილმში საიამ ისაუბრა 2024 წლის მასობრივი პროტესტების დროს აქციის მონაწილეების წამების და ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა სისტემურ შემთხვევებზე, რომელთა შესახებაც საიამ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გამოაქვეყნა დეტალური ანგარიში, სადაც ათეულობით დაზარალებულის შემთხვევაა აღწერილი. ანგარიში საჯაროდ ხელმისაწვდომია და საია ამ საკითხებზე ღიად საუბრობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მედიაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში საიას თანამშრომლების მოწმის სტატუსით დაბარება აჩენს ძლიერ ეჭვს, რომ მიზანი არა ჭეშმარიტების დადგენა, არამედ იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებზე ზეწოლაა რომლებიც სისტემურ უფლებადარღვევებზე საუბრობენ.

სუს-ის მიერ ამ საქმის ფარგლებში გამოყენებული ფორმულირება - „სახელმწიფო ინტერესების დაზიანების“ კვალიფიკაციის შესახებ განსაკუთრებით პრობლემურია იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო არ ატარებს ეფექტიან და დამოუკიდებელ გამოძიებას ძალოვანი უწყებების მხრიდან შესაძლო ძალადობისა და უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ გასცეს მკაფიო და დამაკმაყოფილებელი პასუხი კითხვაზე, რა ქიმიური საშუალებების გამოყენებით მოხდა აქციების დარბევა, სახელმწიფო ცდილობს პასუხისმგებლობა გადაიტანოს იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც ადამინის უფლებებს იცავავენ.

მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ მსგავსი ზეწოლის მცდელობები ვერ შეცვლის ჩვენს საქმიანობას და მიზნებს. გამოძიებას საიას თანამშრომლები მიაწვდიან ინფორმაციას მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებზე. ჩვენ ვაგრძელებთ ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევების გამოვლენას, დოკუმენტირებას და საზოგადოების ინფორმირებას", - წერია განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტის დროს უცნობი დრონები აკვირდებოდნენ
უკრაინამ კრასნოდარის ოლქის პორტში გაზის ტერმინალს დაარტყა
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გაყინული აქტივების კონფისკაციის შემთხვევაში, რუსეთისგან პირადი მუქარა მიიღო
ევროკავშირის ლიდერებმა ზელენსკი გააფრთხილეს ტრამპის მიერ ტერიტორიებისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხში ღალატის შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი