|
2025-12-02 12:33:02, 1700 ნახვა
პოლიტიკა
გელაძე: პირადად გავეცანი დოკუმენტაციას და დარწმუნებით ვამბობ, შსს-ს არასდროს შეუსყიდია ე.წ. კამიტი
ქართული ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე BBC-ის საგამოძიებო მასალას "აბსურდსა და სიცრუეს" უწოდებს. ის ამტკიცებს, რომ პირადად გაეცნო ყველა დოკუმენტაციას, შესყიდვას და "სრული პასუხისმგებლობით ამბობს, რომ საქართველოში შსს-ს არასდროს შეუსყიდია ე.წ. კამიტი". "გავრცელებული ბრალდება, რომელიც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერების, ე.წ. კამიტის გამოყენებას, არის სრული აბსურდი, სიცრუე, არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება. მე პირადად გავეცანი ყველა დოკუმენტაციას, ყველა შესყიდვას, რომელიც კი განხორციელებულა ამ მიმართულებით და სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეუსყიდია ე.წ. კამიტი", - ამბობს ის.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)