|
2016-03-25 17:21:01, 761 ნახვა
ეკონომიკა
ერთიანი სავაჭრო ქსელის საკოორდინაციო კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა
იუსტიციის სახლში ერთიანი სავაჭრო ქსელის პროექტთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო კომიტეტის სხდომა გაიმართა. შეხვედრას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა. ერთიანი სავაჭრო ქსელი (TFS) საქართველოს სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის წარმატებული მაგალითია. ქსელი ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის სისტემაა, რომელშიც ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები არიან ჩართულნი. სისტემის საშუალებით სავაჭრო ოპერაციების მონაწილე კომპანიები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან საერთო ვებპორტალის მეშვეობით ონლაინრეჟიმში აწარმოებენ ყველა იმ ოპერაციას, რომლებიც საქართველოში და საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვასთანაა დაკავშირებული. სისტემაში ჩართული კომპანიები გადაზიდვებისათვის საჭირო დოკუმენტაციას ელექტრონულ რეჟიმში ავტომატურად ცვლიან, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცედურას, ამცირებს ფინანსურ და დროსთან დაკავშირებულ ხარჯებს; ტვირთების განბაჟების პროცესი კი უფრო სწრაფი და კომფორტული ხდება. როგორც "ექსპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, ამჟამად ქსელი საპილოტე რეჟიმში მუშაობს, სრულად ამოქმედების შემდეგ ერთიანი სავაჭრო ქსელი ყოველწლიურად 1 მილიონ ქაღალდის დოკუმენტს ჩაანაცვლებს, ბიზნესმენებს კი წლის განმავლობაში 4.5 მილიონი დოლარის დაზოგვის საშუალებას მისცემს. ყოველივე ეს საქართველოს ბიზნესის წარმოების კუთხით უფრო მიმზიდველს ხდის. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრა მიზნად ისახავდა მხარეებისთვის ინფორმაციის მიღებას იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს ერთიანი სავაჭრო ქსელი და რა სამუშაოებია ჩასატარებელი მის სრულ ამოქმედებამდე. 15 თებერვლიდან ერთიანი სავაჭრო ქსელი საპილოტე რეჟიმში მოქმედებს. პროექტში აქტიურად ფოთისა და ბათუმის პორტები, რამდენიმე საზღვაო ხაზი, საბაჟო ტერმინალი და სატრანსპორტო კომპანია არიან ჩართულნი. საპილოტე რეჟიმში მოქმედების დღიდან პროგრამის დროდადრო დახვეწისა და ხარვეზების აღმოფხვრის ფონზე მასში ჩართული კომპანიების რიცხვი იზრდება. საზღვაო ხაზების, საბაჟო ტერმინალებისა და სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენელთათვის სპეციალური ტრენინგები ქსელის ფუნქციების გასაცნობად ტარდება. ბოლო დროს მასში ჩართვის სურვილი რამდენიმე ახალმა კომპანიამ გამოთქვა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ერთიანი სავაჭრო ქსელის სრული დატვირთვით ამოქმედებაზე იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ მუშაობს. პროგრამაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტები, გადამზიდავი კომპანიები, საბაჟო ტერმინალები, რკინიგზა, ექსპედიტორები და სხვა სუბიექტები არიან ჩართულები. ერთიანი სავაჭრო ქსელის პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.
ტრამპსა და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, შესაძლოა Patriot-ის წარმოების ლიცენზია უკრაინას გადაეცეს
აშშ-ის სანქციების გამო, თურქეთმა ირანთან საავიაციო და საბანკო ურთიერთობების გაწყვეტა დაიწყო
ევროკავშირმა, საფრანგეთისა და ლუქსემბურგის ზეწოლის ქვეშ, უსმანოვისა და ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციები მოხსნა
გერმანიაში, ამერიკულ საჰაერო ბაზაზე თვითმფრინავი ჩამოვარდა, პილოტი კატაპულტირების შემდეგ გადარჩა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)