14:41 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-28 20:34:52, 2707 ნახვა

პოლიტიკა
მაკკლირი: ქართველებს მხარი უნდა დავუჭიროთ, საქართველო პუტინის ჰიბრიდული ომის ფრონტის ხაზზეა

ბრიტანელი პარლამენტარი, ჯეიმს მაკკლირი საქართველოში უწყვეტი პროტესტის წლისთავს ეხმაურება და წერს, რომ საქართველო პუტინის "ჰიბრიდული ომის ფრონტის ხაზზეა" და ქართული ოცნებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში მხარი უნდა დაუჭირონ. 

ამის შესახებ მაკკლირი X-ზე წერს.

"ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველებს ქართული ოცნებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. საქართველო ვლადიმირ პუტინის ჰიბრიდული ომის ფრონტის ხაზზეა. მათი დემოკრატია და ევროპული მომავალი თავდასხმის ქვეშაა. ერთი წლის გასვლის შემდეგ ქართველებმა ზეწოლა უნდა განაგრძონ და თავიანთი მომავლისთვის იბრძოლონ". - წერს მაკკლირი. 

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის რეჟიმმა გასული წლის 28 ნოემბერს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა, რასაც ერთწლიანი უწყვეტი სახალხო პროტესტი მოჰყვა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია კობახიძისგან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე განმარტებას ითხოვს
GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ
ოზურგეთის მერი გადადგა
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics