11:31 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-28 08:15:12, 8307 ნახვა

კომენტარი
გვარამია- ნიკას მიერ შესხმული წყალი, მოსამართლის მანტიაში გახვეულ ჯალათზე, საპროტესტო ჟესტია

კოალიცია “ცვლილებისთვის“ პატიმრობაში მყოფი ლიდერი, ნიკა გვარამია ციხიდან წერილს აქვეყნებს, სადაც მისი თანაგუნდელის, ნიკა მელიას განაჩენს ეხმაურება.

როგორც გვარამია წერს, “ნიკას მიერ შესხმული წყალი მოსამართლის მანტიაში გახვეულ ჯალათში, პოლიტიკოსების სახელით დაკეთებული საპროტესტო ჟესტია“.

გუშინ ნიკას წელიწადნახევარი მიუსაჯეს და კიდევ წელიწადზე მეტი ციხეში დატოვეს.

ნიკას მიერ შესხმული წყალი მოსამართლის მანტიაში გახვეულ ჯალათში, პოლიტიკოსების სახელით დაკეთებული საპროტესტო ჟესტია, ისეთივე, როგორიც მედიის სახელით გართტყმული სილა მზია ამაღლობელის მიერ და ზვიად რატიანის მიერ კულტურის სახელით გართყმული სილა პოლიციელის ფორმაში გახვეულ რეჟიმის ჯალათებს!

ჩემი მხარდაჭერა ნიკას და მის ოჯახს არა როგორც მეგობრის და თანამებრძოლის მიმართ, არამედ მებრძოლი მოქალაქისა და პატრიოტის მიმართ! ძალიან მალე ერთად ვიქნებით ყველანი ერთად გარეთ!

სანამ ვიბრძვით, სანამ არ გვეშინია, სანამ დაღლილობას და იმედგაცრუებას არ ვახვედრებთ სიზარმაცეს და შემგუებლობას, მანამდე თამამად და მტკიცედ და, რაც მთავარია , სრულიად სამართლიანად შეგვიძლია ვთქვათ:

ჩვენ ვიმარჯვებთ!

თავისუფლება ნიკა მელიას!

თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს! თავისუფლება საქართველოს!,- წერს გვარამია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამხრეთ კორეამ უკრაინა დაადანაშაულა ორი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვეების საიდუმლოდ გადაცემის გამჟღავნებაში და ბოდიშის მოხდა მოითხოვა
ავტოსაგზაო შემთხვევას მოტომრბოლელი, საქართველოს ორგზის ჩემპიონი დავით რობანიშვილი ემსხვერპლა
ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთის პრეზიდენტის პოსტი დატოვა
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics