20:19 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 16:57:51, 730 ნახვა

საზოგადოება
"თანამშრომლები შოუს დასადგამად არ მომიწვევია, დაგვაცადეთ მუშაობა" - ხმაური საკრებულოში

ბაგა-ბაღების ყოფილი დირექტორები თბილისის საკრებულოში  მივიდნენ. ისინი იმ შეხვედრაზე დასწრებას ითხოვდნენ, რომელზეც ფრაქცია "რესპუბლიკელები", მერიის შიდა აუდიტის სამსახურისა და ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები უკანასკნელ პერიოდში  ბაღებში მიმდინარე პროცესებზე მსჯელობენ.

"რესპუბლიკელების" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ მათ განუმარტა, რომ შეხვედრაზე დასწრებას ვერ შეძლებდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა.

"სამუშაო რეჟიმში ვხვდებით ერთმანეთს. თანამშრომლები შოუს დასადგამად არ მოგვიწვევია,"-მიმართა მათ  ხათუნა სამნიძემ.

მისივე თქმით,  გაუგებარია, ვინ დაშუვა სპეციალური საშვები, რომ ბაგა-ბაღების გათავისუფლებული დირექტორები  შენობაში შესულიყვნენ. ამასთან, სამნიძის განცხადებით, მათთან შეხვედრას ცალკე გამართავენ.

ცნობისთვის, ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მშობლები დილიდან რამდენიმე ბაღის დირექტორის გათავისუფლებას მერიასთან აპროტესტებდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics