20:17 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 16:47:45, 609 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში კიდევ ერთ ავტოსადგომად ქცეულ სკვერს უბრუნდება ფუნქცია

ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე სკვერის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებად გილობრივ მოსახლეობას, ნაძალადევის რაიონის გამგებელი,ზაზა გაბუნია სკვერში გამართულ შეხვედრაზე  ესაუბრა.

წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან არსებულ სკვერში, ამ დროისთვის მიწისა და ელექტრო-სადენების სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ,სკვერს ექნება კეთილმოწყობილი ბილიკები, დაიგება ბეტონის ფილები, მოწესრიგდება მწვანე საფარი, შემოიღობება, დამონტაჟდება ახალი განათებები და დასასვენებელი სკამები. ამ ეტაპზე,ნაძალადევის რაიონში 7 სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

"ეს სკვერი, რომელიც წლების მანძილზე მოუწესრიგებელი იყო, ავტოსადგომად იყენებდნენ, არადა გამზრის დასაწყისი, საკმაოდ აქტიური ზონა და რაიონის ცენტრალური ადგილია. მოხარული ვარ, რომ კეთილმოეწყობა აღნიშნული სივრცე და მოსახლეობას კიდევ ერთი დასასავენებლი სივრცე ექნება, რასაც ისინი წლების მანძილზე ელოდნენ".

შეხვედრაზე ზაზა გაბუნიამ გამგეობის სამომავლო გეგმებსა და მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა და ადგილობრივი მოსახლეობის შეკითხვებსაც უპასუხა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics