04:01 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-20 15:13:46, 762 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე არაბული ქალაქების Eagle Hills-ის პროექტის ფარგლებში მეჩეთების მშენებლობს უარყოფს

„როგორ უნდა იკადროს ადამიანმა ამ ტიპის სიცრუის გავრცელება? არ მიკვირს ის, რასაც კადრულობენ და აკეთებენ, მათ აქვთ შესაბამისი რეიტინგი - საერთოდ პულსი არ ესინჯებათ და ხალხმა როგორც საპარლამენტო, ასევე თვითმმართველობის არჩევნებზე  მათ შესაბამისი ადგილი მიუჩინა“, - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს, Eagle Hills-ის პროექტის ფარგლებში მეჩეთების მშენებლობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.   

მისი თქმით, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ამ ადამიანებს ნამდვილად არ სიამოვნებთ ქვეყნის განვითარება და ეკონომიკური წინსვლა.

„თქვენ ხედავთ, თუ როგორი მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს აღნიშნულ ინვესტიციაზე.

ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ეს ადამიანები არიან უსამშობლოები, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ისინი წარმოადგენენ აგენტურულ ქსელს და ნამდვილად არ სიამოვნებთ ქვეყნის განვითარება და ეკონომიკური წინსვლა.

როგორ უნდა იკადროს ადამიანმა ამ ტიპის სიცრუის გავრცელება? ეს ხომ მეტყველებს იმაზე, რომ მათ მიერ გაჟღერებული ყველა წინადადება, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, შეიცავს ტყუილს და დაფუძნებულია სიცრუეზე.

როგორ შეიძლება, გერქვას პოლიტიკოსი და იკადრო ამ ტიპის სიცრუე, თუმცა მე არ მიკვირს ის, რასაც კადრულობენ და აკეთებენ. აქვთ შესაბამისი რეიტინგი - საერთოდ პულსი არ ესინჯებათ და ხალხმა  როგორც საპარლამენტო, ასევე თვითმმართველობის არჩევნებზე მიუჩინა მათ შესაბამისი ადგილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics