|
2025-11-20 08:43:08, 674 ნახვა
„კაპიტულაციის ტოლფასია“. ტრამპმა უკრაინას შესთავაზა დონბასის დათმობა, არმიის განახევრება და პუტინს დაჰპირდა, რომ დაკავებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიად აღიარებდა
სტივენ ვიტკოფისა და კირილ დმიტრიევის მონაწილეობით შემუშავებულ უკრაინის ახალ სამშვიდობო გეგმაში, შეერთებული შტატები მოითხოვს, რომ უკრაინამ დათმოს ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების ყველა ტერიტორია და შეამციროს თავისი არმია ორჯერ. ამის შესახებ Financial Times-მა და Axios-მა ინიციატივასთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია. Axios-ის ცნობით, გეგმა ითვალისწინებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანას დონბასის 14%-დან და მის დემილიტარიზებულ ზონად გარდაქმნას, სადაც არცერთი მხარე არ შეინარჩუნებს ჯარებს ან იარაღს. სანაცვლოდ, კრემლმა უნდა გაყინოს ფრონტის ხაზი ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში და, გამოცემის წყაროების ცნობით, შესაძლოა, წარმატებული მოლაპარაკებების შემთხვევაში, ზოგიერთი მიწების დაბრუნებაზეც კი დათანხმდეს. ტრამპის გეგმის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა ყირიმი და დონბასი რუსეთის ტერიტორიად უნდა აღიარონ. ეს უკრაინისგან არ არის მოთხოვნილი. თუმცა, მან რუსული ენა ოფიციალურ ენად უნდა აღიაროს და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობაზე შეზღუდვები მოხსნას. ტრამპის გეგმა ასევე მოიცავს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გარკვეული ტიპის იარაღის აკრძალვას, დასავლური შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების შეჩერებას და უკრაინაში ნებისმიერი უცხოური ჯარის განლაგების აკრძალვას, იუწყება FT. ტრამპის წინადადება „უკრაინის კაპიტულაციის ტოლფასია“, წერს FT-ის კორესპონდენტი კრისტოფერ მილერი. მისი წყაროების ცნობით, გეგმა უბრალოდ კრემლის მაქსიმალისტური მოთხოვნების სიაა. ამერიკელი ჩინოვნიკების ლოგიკაა, რომ უკრაინამ დონბასი უნდა დათმოს, რადგან ის მაინც დაკარგავს მას და ამიტომ „მის ინტერესებშია ახლავე შეთანხმების მიღწევა“, განუცხადა წყარომ Axios-ს.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)