20:17 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 14:42:03, 613 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი ბერძენ კოლეგას საბერძნეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს,  პროკოპის პავლოპულოსს საბერძნეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„თქვენო აღმატებულებავ,მოხარული ვარ გულითადად მოგილოცოთ საბერძნეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე.ამ ღირსშესანიშნავ დღეს, მსურს აღვნიშნო, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საბერძნეთის რესპუბლიკასთან, როგორც ჩვენს ძლიერ პარტნიორთან, მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარებას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული კავშირები და მჭიდრო პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ჩვენი ერების საკეთილდღეოდ.თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და ვუსურვო მეგობარ ბერძენ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics