05:22 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-17 14:25:33, 1252 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ადამიანური კაპიტალის მართვის კურსი დაემატა

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და მათ განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა Businesscourse.ge-ს ახალი, ადამიანური კაპიტალის ანგარიშგების კურსი დაემატა. კურსს საკონსულტაციო კომპანია EVA-ს დამფუძნებელი, სალომე არღვლიანი გაუძღვება.

ინფორმაციისთვის, Businesscourse.ge საქართველოს ბანკის შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ბიზნეს 360°-ის მნიშვნელოვანი ნაწილია. „ბიზნეს 360°“ აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.

თქვენი ბიზნესის წარმატებას თითოეული თანამშრომელი განაპირობებს. იმისათვის, რომ გაიგოთ, რა როლი აქვთ მათ თქვენი ბიზნესის წარმატებაში, საჭიროა აწარმოოთ ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება კონკრეტული HR მეტრიკების გამოყენებით. თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ეს მონაცემები თქვენი ბიზნესის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში, ამას ბიზნესკურსში დეტალურად გაიგებთ.

კურსი 6 მოდულისგან შედგება, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • ლიდერობა და მართვა;
  • ორგანიზაციული კულტურა და მრავალფეროვნება;
  • რეკრუტინგის სრული ციკლი;
  • უნარები და შესაძლებლობები;
  • კომპენსაცია და ბენეფიტები;
  • პროდუქტიულობა.

აღსანიშნავია, კურსები ვიდეო ლექციების ფორმატშია ხელმისაწვდომი, რაც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან მიიღოს ცოდნა სხვადასხვა თემაზე. პლატფორმაზე უკვე 60-ზე მეტი კურსია ხელმისაწვდომი ფინანსების, მარკეტინგის, ბუღალტერიის, ბიზნესის მართვის საფუძვლებისა და სხვა საკითხების შესახებ.

მეტი ინფორმაციისთვის და ბიზნესკურსზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბმულს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics