04:34 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-13 19:18:31, 827 ნახვა

Galt &Taggart-ის მხარდაჭერით კავკასიაში, თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში 2025 წლის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ტრანზაქცია განახორციელდა

Galt & Taggart-ის მხარდაჭერით საქართველოს ბანკმა 450,000,000 ლარის 11.5%-იანი ევრობონდები გამოუშვა. ეს გახლავთ 2025 წლის მანძილზე კავკასიაში, თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში, კერძო სექტორიდან ადგილობრივი ვალუტის ევრობონდის  ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო განთავსება. ტრანზაქციაში Galt & Taggart წარმოადგენდა ტრანზაქციის წამყვან მენეჯერს ისეთ საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან ერთად როგორიცაა:  Citigroup; J.P. Morgan, BCP Securities, Oppenheimer Europe და Société Générale.

"ამაყები ვართ რომ Galt &Taggart-ის მხარდაჭერით საქართველოს ბანკმა ასეთი მასშტაბური მოცულობის ტრანზაქცია განახორციელა ეროვნულ ვალუტაში. ეს გახლავთ 450,000,000 ლარის  ლარში დენომინირებული ევრობონდები, რომლის  სარგებელი 11.50%-ია, მისი დაფარვის ვადად კი 2028 წლის 17 ნოემბერი განისაზღვრა. ტრანზაქციის მოცულობა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს თუ რამხელა ნდობაა საქართველოს ბანკის მიმართ ინვესტორების მხრიდან. ჩვენთვის  განსაკუთრებით სასიხარულოა გალტ & თაგარტის, როგორც ტრანზაქციაში ჩართული წამყვანი მენეჯერის, როლი ტრანზაქციის წარმატებით დახურვაში. მინდა მადლობა გადავუხადო პირველ რიგში Galt & Taggart-ის გუნდს მაღალი პროფესიონალიზმისათვის და ინვესტორებს გამოხატული  ნდობისთვის".- განაცხადა გიორგი კუპრაშვილმა, Galt & Taggart- ის გენერალურმა დირექტორმა.  

ინფორმაციისთის, ტრანზაქციის იურიდიულ მრჩევლებს  ინგლისისა და ამერიკის ფედერალური კანონმდებლობის შესაბამისობის კუთხით   წარმოადგენდნენ: Sidley Austin LLP და Baker & McKenzie LLP. ქართული კანონმდებლობის შესაბამისობის  კუთხით კი Dentons Georgia LLC და Andersen-ი. 

ევრობონდები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსდება და Moody's Investors Service Ltd-ისგან Ba2 რეიტინგს მიიღებს. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics