|
2026-06-27 16:14:54, 3522 ნახვა
პოლიტიკა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ოპოზიციის ალიანსი დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას მხარდაჭერას უცხადებს და ამბოს, რომ მის ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. განცხადება მათ სოციალურ ქსელში გაავრცელეს. მათი აზრით, ოცნება ხოშტარიას თავისუფლებისთვის უკომპრომისო ბრძოლას, წინააღმდეგობას, არალეგიტიმური ხელისუფლების არაღირებასა და სოლიდარობას არ პატიობს. მათი თქმით, პოლიტიკოსს არ მიეწოდება საჭირო სამედიცინო დახმარება, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად უარესდება. "ელენე ხოშტარია უკვე მეათე თვეა ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკურ ტყვეობაშია. ის უკანონო სასჯელს იხდის კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის საბაბით. სინამდვილეში რეჟიმი მას არ პატიობს თავისუფლებისთვის უკომპრომისო ბრძოლას, წინააღმდეგობას, არალეგიტიმური ხელისუფლების არაღირებასა და სოლიდარობას. ეს თავად რეჟიმის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს საჯარო განცხადებებით. ბოლო თვეების განმავლობაში ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა უწყვეტად უარესდება. მას აქვს ქრონიზებული ტკივილი, რომლის მართვაც ციხის პირობებში ვერ ხერხდება. გამუდმებული ტკივილი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ადამიანის წამების ტოლფასია. რეჟიმის წარმომადგენლები ტყუიან, როცა აცხადებენ, თითქოს ელენეს მიეწოდება საჭირო სამედიცინო დახმარება. სინამდვილეში, ის მოკლებულია სისტემურ, შედეგზე ორიენტირებულ მკურნალობას და ეს დასტურდება ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი გაუარესებით." - წერია განცხადებაში. ალიანსის თქმით, პენიტენციური სამსახურის თითოეულ წარმომადგენელს უნდა ესმოდეს, რომ საჭირო მკურნალობაზე უარის თქმა სისხლის სამართლის დანაშაულია და რეჟიმის თითოეულ წევრს მოუწევს პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისგება. განცხადების თანახმად, ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ერთადერთი გზაა მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა კომპლექსური კვლევების, დიაგნოზის დადასტურებისა და სისტემური მკურნალობისთვის. "პენიტენციური სისტემის თითოეულ წარმომადგენელს, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა ელენეს ჯანმრთელობაზე, უნდა ესმოდეს, რომ საჭირო მკურნალობაზე უარის თქმა სისხლის სამართლის დანაშაულია. აგრეთვე, რუსული რეჟიმის თითოეულმა წარმომადგენელმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის წინასწარი განზრახვით დაზიანებისთვის მოუწევთ პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისგება. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს თანამებრძოლს, პარტია "დროას" ლიდერს, ელენე ხოშტარიას. ჩვენთვის ცხადია, რომ ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ერთადერთი გზაა მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა კომპლექსური კვლევების, დიაგნოზის დადასტურებისა და სისტემური მკურნალობისთვის. ვაცხადებთ, რომ ელენეს ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. ჩვენ ვიბრძვით თითოეული პოლიტპატიმრისა და საქართველოს თავისუფლებისთვის გამარჯვებამდე! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!" - ნათქვამია ოპოზიციის ალიანსის განცხადებაში.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)