07:41 - 07 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-13 19:13:34, 391 ნახვა

ეკონომიკა
ლიბერთიმ ევექსთან განახლებული მემორანდუმი გააფორმა

ლიბერთიმ და ევექსმა განახლებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ამ შეთანხმების ფარგლებში, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელ სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირებს, ევექსის ქსელის 15 კლინიკაში შეეძლებათ ისარგებლონ განსაკუთრებული პირობებით:

  • ლაბორატორიულ კვლევებზე — 30%-იანი ფასდაკლება

  • სტომატოლოგიურ და სხვა ამბულატორიულ სერვისებზე — 50%-მდე ფასდაკლება

განახლებულ მემორანდუმს პროექტულად უერთდება კავკასიის მედიცინის ცენტრი, რომელიც სპეციალურად სოციალური ბარათის მფლობელი უფროსი თაობისთვის, დამატებით შეთავაზებას უზრუნველყოფს, კერძოდ კი ისინი შეძლებენ კავკასიის მედიცინის ცენტრის მოწვეული წამყვანი სპეციალისტების კონსულტაციებით სარგებლობას ევექსის კლინიკებსა და თავად JCI აკრედიტებული კავკასიის მედიცინის ცენტრში განსაკუთრებული პირობებითა და დაფინანსებით.

განსაკუთრებული პირობები ასევე გავრცელდება JCI აკრედიტებული კავკასიის მედიცინის ცენტრში გარკვეულ ქირურგიულ ოპერაციებზე.

შეთავაზება იმოქმედებს 2026 წლის მაისამდე.

“ევექსის მიზანია, ხარისხიანი ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს. ლიბერთისთან მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, სოციალური ბარათის მფლობელები იღებენ საუკეთესო სამედიცინო სერვისებს ქვეყნის მასშტაბით. თანამშრომლობის პროცესი გრძელდება და პერიოდულად სიახლეებს სთავაზობს ბარათის მფლობელებს.


განახლებული მემორანდუმი გულისხმობს ახალ შესაძლებლობებს - ევექსში კავკასიის მედიცინის ცენტრის წამყვან ექიმებთან კონსულტაცია საპენსიო ასაკის პირებისთვის ლიბერთის სოციალური ბარათით გადახდის შემთხვევაში განსაკუთრებული პირობებით იქნება შესაძლებელი. პაციენტები შეღავათიანი ტარიფით ჩაიტარებენ შესაბამის დიაგნოსტიკას და საჭიროების შემთხვევაში თანადაფინანსება და დამატებითი შეღავათი გავრცელდება კავკასიის მედიცინის ცენტრის სამედიცინო მომსახურებაზეც.”

– განაცხადა ევექსის დირექტორის მოადგილემ მანჩო ოქროჯანაშვილმა.

„ლიბერთი აგრძელებს უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვას. ჩვენი მიზანია, სოციალური ბარათის მფლობელ საპენსიო ასაკის პირებს, პარტნიორ კომპანიებთან ერთად შევთავაზოთ მნიშვნელოვანი შეღავათი მათთვის საინტერესო და საჭირო პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე. ლოიალობის აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში უკვე მრავალი წელია ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევექსთან, რაც უფროსი თაობის ადამიანების კმაყოფილებაში აისახება. მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლიბერთის და ევექსის ერთობლივი შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია მნიშვნელოვნად დაზოგონ თანხა კლინიკურ საჭიროებებზე, ან სრულიად უფასოდ მიიღონ კონკრეტული მომსახურება.

ლოიალობის პროექტის სტრატეგიული განვითარება ითვალისწინებს განახლებულ და მრავალფეროვან შეთავაზებებს. საინტერესო და მნიშვნელოვან თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი. ევექსთან კიდევ უფრო გავაღრმავეთ შეთავაზება და ასევე, სოციალურ პროექტში შემოგვიერთდა ახალი პარტნიორი კავკასიის მედიცინის ცენტრი. აღნიშნული თანამშრომლობა ლოიალობის მიმართულების განვითარების სტრატეგიულ მიზნებს შეასრულებს, რაც მომხმარებლის ცხოვრების ხარისხის და ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული”. - დარეჯან მალაღურაძე, ლიბერთის ლოიალობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი.

„JCI აკრედიტაციის მფლობელი კავკასიის მედიცინის ცენტრი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, სოციალური ბარათის მფლობელ უფროს თაობას მაღალხარისხიან სამედიცინო სერვისებს განსაკუთრებული პირობებით შესთავაზებს. ჩვენი ჰოსპიტალის მისია საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვაა.“ - სოფიო ასპანიძე, კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი.

ევექსის შესახებ:

ევექსი საქართველოს სამედიცინო სფეროში მოღვაწე ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს პირველადი ჯანდაცვის სფეროში.

ევექსი ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს". ევექსის კლინიკებში პაციენტებს სრული გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიღება შეუძლიათ.

ბოლო ერთი წლის განმავლობაშიევექსისა და ლიბერთი ბანკის პარტნიორობის ფარგლებშიევექსის კლინიკების ქსელი მოემსახურა 35,000-ზე მეტ უნიკალურ პაციენტს მთელი ქვეყნის მასშტაბითრომლებმაც მიიღეს 160,000-ზე მეტი სამედიცინო სერვისი.

ლიბერთის შესახებ:

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკიარომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება.

ბანკის აქტივები 5.4 მლრდ ლარს შეადგენსხოლო დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5500- აღემატებალიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 663 ბანკომატითთვითმომსახურებისა და 9956 POS ტერმინალo საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.

განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდაროგორც ფიზიკურიისე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

ლიბერთის მისიაა გააუმჯობესოს თითოეული ადამიანისმათი ოჯახის ცხოვრება და ბიზნესი საქართველოში.

კავკასიის მედიცინის ცენტრის შესახებ

კავკასიის მედიცინის ცენტრი JCI აკრედიტაციის მფლობელი, მყარი ისტორიული გამოცდილების მქონე უმსხვილესი მულტიპროფილური ჰოსპიტალია, რომელიც მოსახლეობას უახლეს სამედიცინო კვლევებზე დაფუძნებულ მაღალტექნოლოგიურ, ინოვაციურ, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მიდგომებს სთავაზობს. კავკასიის მედიცინის ცენტრის ძლიერ მხარეს დასავლური გამოცდილების მქონე სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტებული გუნდი, უახლესი სამედიცინო ინფრასტრუქტურა და სერვისების მრავალფეროვნება წარმოადგენს.

კავკასიის მედიცინის ცენტრს მინიჭებული აქვს უმაღლესი საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაცია JCI (Joint Commision International) მიერ.

კავკასიის მედიცინის ცენტრი ჰოსპიტლების საერთაშორისო ფედერაციის (International Hospital Federation) წევრია.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კობახიძე ირწმუნება რომ ხალხს საავადმყოფოებში მასობრივად არ მიუმართავთ ამიტომ ისინი არ მოწამლულან
ოცნების პრემიერი BBC-ს საგამოძიებო ფილმის შექმნას კვლავ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებს აბრალებს, მაგრამ რომეს არ აკონკრეტებს
ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი დიდი დოზებით კი იწვევს კანის დამწვრობას, რაც ზოგჯერ იწვევს სასუნთქი გზების დამბლას, გულის გაჩერებას და სიკვდილს
ლაშა შერგელაშვილი - როდესაც BBC-ის გამოძიებაში მონაწილეობა შემომთავაზეს გამაფრთხილეს რომ ამ ამბის გაშუქების შემდეგ აუცილებლად შეეცდებოდნენ ჩემს დისკრედიტაციას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი