05:28 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-13 10:24:11, 1037 ნახვა

პოლიტიკა
საია: Amnesty International-მა სტრასბურგში რუსული კანონის საქმეში მე-3 მხარედ ჩართვა მოითხოვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ცნობით, სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა Amnesty International-მა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა.

"Amnesty International-ის წერილობით მოსაზრებაში ვკითხულობთ: სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანების უფლება გულისხმობს, რომ სამოქალაქო საზოგადოება იძიებს, იღებს და იყენებს რესურსებს, რითაც, არა მხოლოდ, ინარჩუნებს სამოქალაქო სექტორის მრავალფეროვნებას, არამედ დამოუკიდებელია კონტროლისგან, რომლის ქვეშაც შესაძლოა აღმოჩნდეს სახელმწიფო დაფინანსების პირობებში.

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს მიმართული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებული ერთ ან რამდენიმე ლეგიტიმური მიზნის მკაცრი დაცვისკენ. სახელმწიფო კი ვერ ამტკიცებს რეალური საფრთხის არსებობას და წინასწარ, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციისადმი უნდობლობას გამოხატავს, რითაც იქმნება რისკი, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეეზღუდებათ თავისუფლად და უსაფრთხოდ საქმიანობა" - წერია საიას განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics