00:05 - 08 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-10 17:09:46, 464 ნახვა

ეკონომიკა
პარლამენტმა კანონპროექტიდან ამოიღო პუნქტი, რომელიც საბანკო ბარათით გადახდის მაქსიმალურ საკომისიოდ 0.5%-ს აწესებდა

ერთპარტიულმა პარლამენტმა საგადახდო სისტემების შესახებ კანონპროექტიდან ამოიღო პუნქტი, რომელიც გადახდის მაქსიმალურ საკომისიოდ ტრანზაქციის ღირებულების 0.5%-ს განსაზღვრავდა - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა.

აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატებმა 16 სექტემბერს წარადგინეს და მას კომერციული ბანკების მხრიდან კითხვები მოჰყვა. საქმე ისაა, რომ ამჟამად კანონმდებლობა არ განსაზღვრავს მაქსიმალურ საკომისიოს და მისთვის 0.5%-ის ჭერის დადგენის შემთხვევაში ბანკების შემოსავლები საბარათე გადახდების სერვისების გაწევიდან მნიშვნელოვნად შემცირდება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, პარლამენტი ამჟამად არ დააწესებს საკომისიოს მაქსიმალურ ოდენობას, თუმცა საგადახდო სერვისების რეგულირების კუთხით მუშაობა გაგრძელდება.

"რაც შეეხება საგადახდო მომსახურების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, თავიდანვე ვიტყვი რომ იყო სურვილი რომ ჩართულიყვნენ განხილვაში საბანკო სექტორი. იყო შეხვედრა ასოციასთან, ეროვნულ ბანკთან და ეკონომიკის სამინისტროსთან. ასევე რადგან სებ-ს რადგან ეხება, სებ-მაც გააკეთა შეხვედრები ბანკებთან. ამის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა გამოგვიგზავნა წერილი შენიშვნების სახით და ჩვენ ამ შენიშვნებს ვითვალისწინებთ. შენიშვნები ეხება შემდეგ საკითხებს - ამოღებულია მუხლები, რომლებიც ეხება საკომისიოს ზედა ზღვარს, ფასწარმოქნის პროცესს და სისტემურ ბანკებთან რეგისტრაციის პროცესს.

იმ საკითხებზე, რომლებიც ამოღებულია არ ნიშნავს რომ დამთავრებულია, რადგან ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. გაისად მივიღებთ ამასთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებებს", - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომას ესწრებოდა ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ბექა დოჭვირი, რომელმაც საკითხის გადაწყვეტის კიდევ ერთ შესაძლო გზაზე ისაუბრა, რაც გადახდის ჭკვიან მარშუტირებას უკავშირდება. საუბარია, რომ ბაზარზე შესაძლოა გაჩნდეს ახალი პოსტერმინალები, რომლებმაც მომსახურება ყველა ბანკის გადახდებს მაქსიმალურად დაბალი საკომისიოს პირობებში უნდა გაუწიოს, რადგანაც ტერმინალმა უნდა აირჩიოს რომ გადახდა გაატაროს იმ საბანკო ინსტიტუტის მიმართულებით რა მიმართულებითაც მას ყველაზე ნაკლები საკომისიო შეხვდება.

"შეიძლება გაჩნდეს ასეთი პოსტერმინალი. თუ გაჩნდება ასეთი ტერმინალი, ბანკებს ვისაც გააჩნიათ საბარათე ინფრასტრუქტურა მათ არ უნდა დაუხურონ და არ უნდა ჩაკეტონ ეს მომწოდებელი. ევროპაში ნანახი გაქვთ, რომ არავინ გეკითხებათ რომელი ბანკის ბარათი გაქვთ, უბრალოდ აქვთ ტერმინალი. ტერმინალი კი არის ტექნიკური ინფრასტრუქტურა, თუმცა მის უკან არის პროგრამული უზრუნველყოფა და ეს უზრუნველყოფა სხვადასხვა ეკოსისტემას როდესაც ესაუბრება იღებს გადაწყვეტილებას გაატაროს გადახდა იმ გზით, რომელიც ყველაზე უფრო იაფი, მარტივი და სწრაფი გზაა. ეს არის ამასთან დაკავშირებული საკითხი,"- განაცხადა ბექა დოჭვირმა.

ამჟამად არსებული პრაქტიკით, პოსტერმინალებით გადახდის მთლიანი საკომისიო, რასაც ბიზნესები მათთან განხორციელებულ გადახდებზე იხდიან 0.5%-ზე გაცილებით უფრო მაღალია. მაგალითად, 10 ლარამდე ოპერაციებისთვის ურთიერთგაცვლის საკომისიო არის დაახლოებით 5-10 თეთრი, რაც ნიშნავს რომ 1 ლარის ღირებულების ტრანზაქციის შესრულებისას მცირე მეწარმეს შეიძლება 90-95 თეთრი მისდიოდეს, 5-10 თეთრი კი ტრანზაქციის საფასურს წარმოადგენს, ეს კი ტრანზაქციის ღირებულების 5%-10%-ია. 10 ლარზე მაღალ ოპერაციებზე კი საკომისიო შეიძლება 1.5%-2% იყოს, ანუ ყოველი 100 ლარიდან 1.5-2 ლარი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი
კახა კალაძე BBC-ის რესპოდენტებზე : ყველა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება
რუსეთის ჯარებმა ხარკოვის ოლქში პეჩენეჟსკოეს წყალსაცავის დამბა დააზიანეს
შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა თავისი ბირთვული ტრიადის მოდერნიზაცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი