|
2025-11-06 18:50:14, 1269 ნახვა
ეკონომიკა
eCommerce Day Georgia 2025-ზე ანა შაქარიშვილმა საქართველოს ბანკის გამოცდილება გააზიარა
31 ოქტომბერს იქომერს ასოციაცია საქართველოს ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის ინდუსტრიის ყოველწლიური ღონისძიება — eCommerce Day Georgia გაიმართა. შეხვედრაზე მსოფლიოსა და საქართველოს წამყვანი კომპანიების ლიდერებს დაეთმო სცენა. მათ 400-მდე სტუმარს ინდუსტრიის უახლესი ტრენდები და ინოვაციური მიდგომები გააცნეს. ღონისძიებაზე საქართველოს ბანკის უფროსმა პროდაქტ ოუნერმა, ანა შაქარიშვილმა საქართველოს ბანკის გამოცდილება გააზიარა. მისი გამოსვლის მთავარი თემა იყო ის, თუ როგორ ცვლის ბანკი გადახდების კულტურას და როგორ უჭერს მხარს მცირე და საშუალო ბიზნესს, გადალახონ დროისა თუ საერთაშორისო ბაზრების ბარიერები. “eCommerce Day Georgia უკვე მესამე წელია, მნიშვნელოვანი თანამშრომლობის სივრცეს ქმნის. ეს არის ადგილი, სადაც ინდუსტრიის მონაწილეები ერთმანეთს რეალურ გამოწვევებსა და ინოვაციურ მიდგომებს უზიარებენ. მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა, საქართველოს ბანკის ინოვაციურ მიდგომებზე მესაუბრა. დღეს ციფრული ინსტრუმენტებისადმი მოთხოვნა სწრაფად იზრდება — განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესში. ისინი ცდილობენ, საკუთარი პროდუქტი ონლაინ არხებში გაყიდონ და საზღვრებსაც გასცდნენ. საქართველოს ბანკში ჩვენ სწორედ ამ მიზნისთვის ვქმნით სრულ ეკოსისტემას — ერთ სივრცეს, სადაც მეწარმეს შეუძლია, ონლაინ რეგისტრაცია გაიაროს, სულ რამდენიმე წუთში გახდეს საქართველოს ბანკის მერჩანტი და სხვადასხვა სერვისითა და გადახდის მეთოდით ისარგებლოს”, - აცხადებს ანა შაქარიშვილი. eCommerce Day Georgia 2025-ის მონაწილეები გლობალური ლიდერების - Amazon Web Services, Google Cloud, VISA, Amadeus და სხვა ბრენდების გამოცდილებას გაეცნენ. კონფერენციაზე დისკუსიები ხელოვნური ინტელექტის როლზე ელექტრონულ კომერციაში, ონლაინ სერვისების პლატფორმების განვითარებაზე, ლაივ და სოცმედია ელ.კომერციის სტრატეგიებზე და სხვა საკითხებზე გაიმართა. იქომერს ასოციაცია საქართველო დაარსდა 2020 წელს, ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის გაძლიერების მიზნით და წლების განმავლობაში ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომლებიც ასოციაციის და მისი წევრების შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაზრდას ემსახურება. წლევანდელი კონფერენციაც სწორედ ამ ამოცანებს აერთიანებდა, რაც ადგილობრივი ბიზნესებისთვის იდეალური შესაძლებლობაა, შექმნან სტრატეგიული პარტნიორობა ქართულ ელექტრონული კომერციის საზოგადოებასთან.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)