|
2025-11-05 18:29:14, 1039 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკი ახალგაზრდა პროფესინალებისთვის ქმნის შესაძლებლობებს დასაქმებისა და სტაჟირებისთვის
ახალგაზრდებისთვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, ბანკი უკვე მეცხრე წელია ლიდერატორის პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს, უკეთ გაეცნონ მათთვის საინტერესო მიმართულებების მუშაობის სპეციფიკას.
პროგრამა 8 თვე გრძელდება და მოიცავს ტრენინგებს, მენტორობას, რეალურ პროექტებზე მუშაობას და როტაციას სხვადასხვა დეპარტამენტში. ლიდერატორებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი თვალით ნახონ, თუ როგორ მუშაობს ბანკის სტრუქტურა და როგორ იქმნება პროდუქტები, რომლებიც 1 750 000 - ზე მეტი მომხმარებლის ყოველდღიურობას ამარტივებს.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეთა უმეტესობა საქართველოს ბანკში სრულ განაკვეთზე აგრძელებს მუშაობას. ისინი უკვე კარგად იცნობენ ორგანიზაციის კულტურას, პროცესებსა და გუნდს - რაც მათ აძლევს საშუალებას, სწრაფად ადაპტირდნენ და პროფესიულადაც განვითარდნენ.
ლიდერატორის პროგრამით 500-მდე სტუდენტმა პროფესიული გზა უკვე დაიწყო.
კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც საქართველოს ბანკი რეგიონებში დასაქმების შესაძლებლობების გასაზრდელად ახორციელებს, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებაში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაა.
მცირე ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტში სტაჟირებას ახალგაზრდები თბილისში, ქუთაისში, ახალქალაქში, ახალციხეში, გორში, ქარელში, რუსთავში და წნორში გადიან. საშუალო ბიზნესის მიმართულებით კი სტაჟიორები როტაციული პრინციპით სტაჟირებას ბათუმსა და თბილისში, საშუალო ბიზნესის გაყიდვებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიზის დეპარტამენტებში მონაცვლეობით გადიან.
სტაჟირების პროგრამა აერთიანებს როგორც სამუშაო პრაქტიკას, ასევე, მენტორინგსა და ტრენინგებს.
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისთვის, ახალგაზრდები უნდა იყვნენ III-IV კურსის სტუდენტები ან 1-2 წლის კურსდამთავრებულები. ასევე, უნდა სწავლობდნენ ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის ფაკულტეტზე. ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა 4-6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. სტუდენტების შემთხვევაში პროგრამა სრულად არის მორგებული მათ ინდივიდუალურ აკადემიურ განრიგს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი სტუდენტებს/ კურსდამთავრებულებს ბანკში დასაქმების შესაძლებლობა აქვთ.
ახალგაზრდების კარიერული განვითარების ხელშეწყობისთვის, საქართველოს ბანკი კიდევ ერთ- საზაფხულო სტაჟირების პროგრამას ახორციელებს. მასში მონაწილეობა იმ ახალგაზრდებს შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობენ. საზაფხულო სტაჟირების პროგრამა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ქართველ სტუდენტებს აერთიანებს და მათ ბანკის დეპარტამენტებში საკუთარ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)