|
2016-03-24 18:42:03, 743 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე: პირველადი ჯანდაცვა არის ყველაზე უფრო ხარჯთეფექტური რგოლი მთელს სისტემაში
მოსახლეობის გამოკითხვა ჯანდაცვის სფეროში მათი საჭიროებების გამოვლენის მიზნით კვლავ გრძელდება. “რა გაწუხებთ?” ჯანდაცვის სამინისტროსა და გლობალური ალიანსის ერთობლივი ინიციატივაა. 16 000 ადამიანზე მეტი ჯანდაცვის რეგიონულ ცენტრებში უკვე გამოიკითხა. თუმცა კითხვარების შევსება ვებგვერდზე www.1505.ge კვლავ შესაძლებელია. კვლევის შუალედურმა შედეგებმა აჩვენა, რომ მოსახლეობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად პირველად ჯანდაცვას ასახელებს. ასევე სახელდება ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე პირველადი ჯანდაცვის რგოლის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. “ძალიან მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარება, რადგან იმ ქვეყნებში, სადაც ჯანდაცვის სისტემები არის კარგად განვითარებული, პირველადი ჯანდაცვა უზრუნველყოფს ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარების 70-80 პროცენტს. ეს გახლავთ ყველაზე უფრო ხარჯთეფექტური რგოლი ჯანდაცვის სისტემაში.” ამირან გამყრელიძემ ისაუბრა ასევე ჯანდაცვის პირველადი რგოლის საშუალებით სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. “თავისთავად, პირველადი ჯანდაცვის კარგი სისტემა უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის როგორც კარგ ტერიტორიულ, ისე ფინანსურ ხელმისაწვდომობას. ადამიანები უფრო კმაყოფილები არიან სამედიცინო მომსახურებით, მათ ეძლევათ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება და მათი ავადმყოფობის მართვა უფრო მაღალ დონეზე მიმდინარეობს,”-ამბობს ამირან გამყრელიძე. ავტორი: მარიანა ქევხიშვილი
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)