|
2025-10-27 15:47:28, 798 ნახვა
პოლიტიკა
ქართული ოცნება უარს ამბობს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობაზე
ქართული ოცნების ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ამბობს, რომ "საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ თავი შეიკავა ერევანში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან". მახაშვილი წერილით მიმართავს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას და წერს, რომ "ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდელი ქმედებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ასამბლეის დამფუძნებელი აქტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პრაღის სამიტის ერთობლივი დეკლარაციის ფუნდამენტურ პრინციპებსა და მიზნებთან შეუსაბამობის გამო". "ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდელი ქმედებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ასამბლეის დამფუძნებელი აქტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პრაღის სამიტის ერთობლივი დეკლარაციის ფუნდამენტურ პრინციპებსა და მიზნებთან შეუსაბამობის გამო. მრავალმხრივი დიალოგი, რაც ასამბლეის მონაწილეების მიერ თავის დროზე ფართოდ იყო გაზიარებული, სამწუხაროდ, წარსულს ჩაბარდა. სულ უფრო მეტად ვართ შეშფოთებულები ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ჩართული ზოგიერთი ევროპარლამენტარის, ისევე, როგორც მთლიანად ევროპარლამენტის ქმედებით, რომელთა მტრული რიტორიკა და ნაბიჯები ეწინააღმდეგება პარტნიორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს. განზრახ დამახინჯებული და ცრუ პოლიტიკური განცხადებები სულ უფრო მეტად ხდება იმ ევროპარლამენტარების ქმედების ნაწილი, რომლებიც საქართველოში ფაქტების, მტკიცებულებებისა და ქართველი ხალხის ნების ნაცვლად, უპირატესობას დანაშაულში მსჯავრდებულ თავიანთ პოლიტიკურ პარტნიორებს ანიჭებენ. ამასთან, ღრმად ვართ შეშფოთებულები ევროპარლამენტარების გადაწყვეტილებით, პლენარულ სესიაზე „სამოქალაქო საზოგადოების“ საფარით მოიწვიონ პირები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მონაწილეობდნენ ან მხარს უჭერდნენ არჩევნების უარყოფას, ლეგიტიმური დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრას და საქართველოში ხელისუფლების დამხობის ბოლოდროინდელ მცდელობას. ამგვარი ქმედებებისა და მათთან დაკავშირებული ძალადობისგან მკაფიო გამიჯვნის ნაცვლად, ასამბლეის ამჟამინდელი მიდგომა ლეგიტიმაციას აძლევს იმ აქტორებს, რომელთა დღის წესრიგი არ შეესაბამება დემოკრატიულ პრინციპებს. ამრიგად, ამ პირებისთვის პლატფორმის დათმობით ევრონესტი ნორმალიზებას უკეთებს და ხელს უწყობს ანტიდემოკრატიულ ქცევას, ასევე, ამართლებს ძალადობრივ ან რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგს. ეს კი სრულიად ეწინააღმდეგება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დიალოგისა და მშვიდობის იმ ძირითად ღირებულებებს, რომელთა დაცვაც ამ ინსტიტუტის მიზანია. ის ფაქტი, რომ პარტნიორი ქვეყნების უმრავლესობა არ მონაწილეობს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაში, სერიოზულ მანიშნებელს უნდა წარმოადგენდეს იმისა, რომ ევროპარლამენტის ამჟამინდელ მიდგომა არასწორია. ევროპარლამენტი უნდა დაფიქრდეს, მისი ამჟამინდელი ნაბიჯები აძლიერებს რეგიონულ თანამშრომლობას, თუ ანადგურებს პარტნიორობის ხიდებს. მისი ზედმეტად პოლიტიზირებული მიდგომა ძირს უთხრის როგორც ასამბლეისადმი სანდოობას, ისე ევროკავშირსა და მასთან ასოცირებულ ქვეყნებს შორის პარტნიორობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ თავი შეიკავა ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან. ჩვენ მოვუწოდებთ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას, დაფიქრდეს ზემოხსენებულ ლეგიტიმურ კითხვებზე და დაუბრუნდეს ასამბლეის ფუძემდებლური პრინციპების პატივისცემას. მხოლოდ ამგვარი გადააზრებით შეძლებს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა თავისი ნამდვილი მისიის შესრულებას და აღმოსავლეთ პარტნიორობისა და მისი მონაწილე ქვეყნებისთვის სანდო პლატფორმად ჩამოყალიბებას"- წერს მახაშვილი.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)