|
2025-10-23 16:57:01, 1285 ნახვა
ეკონომიკა
BOG-ის სასტიპენდიო პროგრამები სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს, რომელთა მიზანი განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაა. პროექტებს შორისაა საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამები და მხარდაჭერილი ინიციატივები, რომელთა მეშვეობით, ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ სწავლის დაფინანსება, როგორც ლოკალურ ასევე მსოფლიო დონის უნივერსიტეტებში დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში. საქართველოს ბანკის სტიპენდია 21 პარტნიორ უნივერსიტეტში ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად საქართველოს ბანკი მესამე წელია სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, 21 ადგილობრივ უნივერსიტეტში მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. ინიციატივის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 350-ზე მეტი გამარჯვებული, ყოველწლიურად მათი რიცხვი კი კიდევ უფრო გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულებს უნივერსიტეტები თავად არჩევენ, რაც მათ მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებზეა დამოკიდებული. აპლიკაციების მიღება უკვე დაიწყო. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს stipendia.bog.ge გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია მომავალი არქიტექტორებისთვის საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამის ფარგლებში ასევე შეიქმნა გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია მომავალი არქიტექტორებისთვის, რომელიც ოთხი ადგილობრივი უნივერსიტეტის არქიტექტურის სტუდენტებისთვის ქმნის სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამებზე აპლიკაციების მიღება 30 ნოემბრამდე მიმდინარეობს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს stipendia.bog.ge ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით საზღვარგარეთ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელება დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სურთ, საქართველოს ბანკი შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ ბანკის სტიპენდია და მიიღონ სწავლისა და ცხოვრების სრული დაფინანსება. სწავლა დიდ ბრიტანეთში - 10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორია. პროექტის ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ რჩეულებს ასახელებს და მათ ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლას და მასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯს სრულად უფინანსებს. პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 34 სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. სწავლა ამერიკაში - 2014 წლიდან საქართველოს ბანკი Fulbright-ის პროგრამის მხარდამჭერია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულებს ავლენს და მათ აშშ-ში როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს. Fulbright-ის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 16 სტიპენდიატი. სწავლა გერმანიაში - კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, საქართველოს ბანკი, Miami Ad School-თან ერთად, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებში ყოველწლიურად ერთ გამარჯვებულს ავლენს. პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკის სტიპენდიატებს შესაძლებლობა აქვთ, ბერლინში, Miami Ad School Europe-ში Art Direction-ისა თუ Copywriting-ის ერთწლიან პროგრამაზე სრული დაფინანსებით ისწავლონ. ინიციატივის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 6 სტიპენდიატი. თუ შენც გსურს, გახდე საქართველოს ბანკის სტიპენდიატი, აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები ვებგვერდზე stipendia.bog.ge და განათლების გზაზე არ გაჩერდე!
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)