11:37 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-19 17:31:50, 1085 ნახვა

პოლიტიკა
ფორმულა: სანაიას დაკავებას რეჟიმის მხრიდან ჟურნალისტისა და მედიის შევიწროებად განვიხილავთ

ტელეკომპანია "ფორმულა" თავისი ჟურნალისტის, ვახო სანაიას სავარაუდო დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"დღეს რეჟიმის პოლიციამ 'ფორმულას' წამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია დააკავა. მას, სავარაუდოდ, ახალი რეპრესიული კანონებით, აქციაში მონაწილეობას ედავებიან. 'ფორმულა' მის დაკავებას განიხილავს, როგორც ჟურნალისტის და მთლიანად დამოუკიდებელი მედიის შევიწროებას რეჟიმის მხრიდან.

ამ რეპრესიულ გარემოში სამოქალაქო უფლებების უკიდურესი შეზღუდვის ფონზე, მედიის თავისუფლების ხელყოფა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება. ეს ხდება მაშინ, როცა ხვალ, 20 ოქტომბერს ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატები საქართველოში არსებულ ვითარებას, მათ შორის მედიაზე ზეწოლას განიხილავენ.

ვახო სანაია მთავარი საინფორმაციო გადაცემის, ასევე 'კვირის ფორმულას' წამყვანია და ის ახლა ეთერისთვის უნდა ემზადებოდეს. მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისკენ" - ნათქვამია ფორმულას განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე - ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბერი
ზურაბ ცეცხლაძე საზმაუზე: ჩვენს აქციაზე საინფორმაციო გამოშვებაში ერთი წინადადებაც არ თქვეს
ბინადობის უფლებისთვის 3000 ევროს ძალავდნენ- დაკავებულია ორი პირი
გამოავლინეს ვალუტის გადამცვლელი 15 უკანონო პუნქტი, დაკავებულია 9 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics