12:31 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-14 20:56:07, 1675 ნახვა

პოლიტიკა
ეუთო-ს თავმჯდომარე - საქართველოში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება არის კითხვის ნიშნის ქვეშ.

ეუთო-ს თავმჯდომარის ლინა ვალტონენის განცხადებით, საქართველოში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება არის კითხვის ნიშნის ქვეშ.

ჩვენი შეხვედრის ფარგლებში ასევე გავაჟღერე სერიოზული საკითხები, რომელიც მონაწილე ქვეყნებს გააჩნიათ ეუთოს ფარგლებში და ჩვენს უწყებებს გააჩნიათ ადგილობრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მათ შორის შემზღუდავი კანონმდებლობა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას, მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს ეხება და ის საკითხები, რომელიც დემოკრატიულ მმართველობას ეხება, ბოლო დროინდელი მოვლენები და მოვლენების განვითარება, რომლითაც ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა. ჩვენ ასევე ვგმობთ ოპოზიციის ლიდერების დაკავებებს, რომელიც არაპროპორციული იურიდიული პროცედურების შედეგად ხდება. გამოხატვის და შეკრების თავისუფლება არის კითხვის ნიშნის ქვეშ. სამოქალაქო საზოგადოება არ არის სტაბილურობის საფრთხე, პირიქით, არასამთავრობო ორგანიზაციები, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები, ჟურნალისტები და ბევრი სხვა, არის დემოკრატიული მედეგობის შემადგენელი ნაწილი. ისინი ინოვაციებს უწყობენ ხელს და მათი ხმა არა მარტო უნდა ისმოდეს, არამედ უნდა იქნას დაცული. სწორედ ამიტომ საქართველოში ვიზიტი არის აქცენტირებული სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ წყობილებაში ხალხს მიეცეს არჩევანის უფლება და ასეა საქართველოშიც. საქართველოს მოსახლეობა ირჩევს, როგორი მომავალი უნდათ.

საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს, რომ ადამიანის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება და თავისუფლებათა პრინციპები იქნეს დაცული. საქართველოს მთავრობამ უნდა იპოვოს გზა ამ კრიზისიდან გამოსასვლელად, ნდობის აღსადგენად, დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ჩვენი უწყებები მზად არიან საქართველოს მხარი დაუჭირონ შესაბამისი ვალდებულებების შესრულებაში ჩვენის აერთო პრინციპების საფუძველზე, რომელიც ჰელსინკის საბოლოო აქტშია განსაზღვრული“, - განაცხადა ელინა ვალტონენიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
WP: აშშ არ გამორიცხავს ერაყში დარტყმებს ოპერაციის ოფიციალური დასრულების შემდეგაც კი
მეუფე ზენონი - ახლა რუსეთის ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესიამ უკრაინის ახალი ეკლესია არ აღიაროს და ამ მხრივ აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი ხელსაყრელ ბერკეტს წარმოადგენს
კალაძე - ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბერი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics