04:01 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-14 12:34:33, 2191 ნახვა

კომენტარი
რეჟიმის პროპაგანდისტი ხაინდრავა - უნდა ამოვიღოთ ეს სამარცხვინო მუხლი, რომ მივდივართ ევროკავშირში და ნატოში

მინდა მივმართო ჩვენს ხელისუფლებას, პარლამენტს, უნდა ამოვიღოთ ის მუხლი კონსტიტუციიდან, სამარცხვინო მდგომარეობა, როდესაც ევროკავშირზე და NATO-ზე ვლაპარაკობთ ორგანიზაციებზე, რომელიც პრაქტიკულად, აბსოლუტურად ჩამოიშალა აღარც ევროკავშირი და აღარც ნატო არაფერს არ წარმოადგენს, - განაცხადა რეჟიმის პროპაგანდისტმა გოგა ხაინდრავამ სახელისუფლო ტელეარხ "იმედზე"

ხაინდრავას განცხადებით, ევროკავშირი გარყვნილების და კორუფციის ბუდედ გადაიქცა.

„ჩვენ ვხედავთ რა ხდებოდა, ევროკავშირის პრესსპიკერი მოუწოდებდა ქართველ ხალხს არა არჩევნებზე მისვლას არჩევნების დღეს, არამედ რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობას. ეს სურათი მხარდაჭერილია. დეგრადაცია არის სრული ჩვენ ამას ვხედავთ. ის ჩამოიშალა, ევროკავშირი აღარ არსებობს მე რამდენჯერმე ვთქვი უკვე და ახლაც მინდა მივმართო თქვენი ეთერიდან ჩვენ ხელისუფლებას პარლამენტს უნდა ამოვიღოთ ის კონსტიტუციიდან სამარცხვინო მდგომარეობა როდესაც ევროკავშირზე და ნატოზე ვლაპარაკობთ ორგანიზაციებზე, რომლებიც პრაქტიკულად, აბსოლუტურად ჩამოიშალნენ აღარც ევროკავშირი და აღარც ნატო არაფერს არ წარმოადგენს. ამას ყველანი კარგად ვხედავთ ეს ევროკავშირი გადაიქცა რაღაცა ბუდედ გარყვნილების კორუფციის, რაღაც ანტიდემოკრატიული ქმედებების იმიტომ, რასაც ჩვენ ვუყურებთ და რაც ჩვენ გვესმის თუნდაც დღეს რა განცხადებებიც კეთდება იქიდან, ესე იგი ის დაწესებულება, სადაც 540 კაცი უწევს ხელს რეზოლუციას, რომელიც წაკითხულიც კი არაა აქ უკვე მეტყველებს იმაზე რა მდგომარეობაში არიან“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics