13:02 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-08 18:31:08, 2091 ნახვა

კომენტარი
კეტლინ ვან ბრემპტი - შევხვდებით იმ მამაცი ხალხის წარმომადგენლებს, რომლებიც უკვე 300-ზე მეტი დღეა მშვიდობიანად აპროტესტებენ დემოკრატიის ეროზიას

კეტლინ ვან ბრემპტი, S&D-ის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოში ვიზიტის წინ აცხადებს, რომ სეხვდება მამაცი ქართველი ხალხის წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას.

„ჩვენ მივდივართ საქართველოში, რათა შევხვდეთ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ქვეყნის წინსვლას ესწრაფვიან — მყარი დემოკრატიისთვის, კანონის უზენაესობისთვის, სამართლიანი ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

ასევე, შევხვდებით იმ მამაცი ხალხის წარმომადგენლებს, რომლებიც უკვე 300-ზე მეტი დღეა მშვიდობიანად აპროტესტებენ დემოკრატიის ეროზიას და იცავენ თავიანთ საკონსტიტუციო უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ასევე საკუთარი ქვეყნის ევროპულ მომავალს.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ჩატარდა გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები, და ახლაც — დემოკრატიის კიდევ ერთი ფარსი, ბოლო ადგილობრივი არჩევნების სახით, ქართველ ხალხს არ დაუკარგავს თავისი ოცნება — დემოკრატიული და ევროპული საქართველოს შესახებ.

ჩვენ ვაგრძელებთ მათი მხარამჭერობას და ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის სურვილს, იცხოვროს მდიდარ და დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიც სრულად პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, იცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს ღია საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.

მინდა ეს მკაფიოდ ითქვას: ქართველი ხალხი არ წარმოადგენს რეჟიმს.
მიუხედავად იმისა, რომ ვგმობთ დემოკრატიის უკუსვლას, მათ შორის ბოლო ადგილობრივი არჩევნების კონტექსტში, ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს ხალხთან და მათთან, ვინც იცავს დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებს.“ - აცხადებს კეტლინ ვან ბრემპტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ფარულავა - ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია
მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics