15:15 - 11 Nov, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-07 15:43:44, 469 ნახვა

პოლიტიკა
ოცნების საგარეო მინისტრის მოადგილემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს თვითმმართველობის არჩევნებსა და 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე მიაწოდა ინფორმაცია

ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპისის წარმომადგენლებსა და მაკა ბოჭორიშვილის მოადგილეს გიორგი ზურაბიშვილს შორის გამართული შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ქართული ოცნების საგარეო მინისტრის მოადგილემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს თვითმმართველობის არჩევნებსა და 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე მიაწოდა ინფორმაცია.

"საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის, შედეგების, ასევე 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შესახებ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, 4 ოქტომბრის არჩევნებს 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაცია, ასევე 73 მედია საშუალების დაახლოებით 1 000 წარმომადგენელი აკვირდებოდა. საერთო შეფასებამ კი დაადასტურა, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდობიან, გამჭვირვალე პირობებში, საარჩევნო პროცესი ადმინისტრირებული იყო პროფესიონალურად და საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავისუფლად ესარგებლათ დემოკრატიული უფლებებით.

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები, სამართალდამცველებმა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს მიმართეს საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით.

გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრაზე 4 ოქტომბრის მოვლენების ადეკვატური შეფასების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პარტნიორები გაემიჯნონ და დაგმონ აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებები, რომლის შედეგადაც დაშავდა არაერთი სამართალდამცველი და ჟურნალისტი, დაზიანდა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დიპლომატებს დაუდასტურა სამინისტროს ღიაობა და მზაობა განაგრძოს თანამშრომლობა პარტნიორებთან და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

დღეს ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩები დაიბარეს. მათთან შეხვედრას ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი ხელმძღვანელობდა

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურას მზია ამაღლობელის ტელეფონის ექსპერტიზა ჟურნალისტის დაკავებიდან 10 თვის თავზეც არ დაუსრულებია
ლილოში ქალი დაჭრეს - დაწყებულია გამოძიება
2,7 მილიონი ლარის მიწის ნაკვეთების მითვისებისთვის 5 ადამიანს ბრალი წარედგინა
ზახაროვა: დასავლეთი საქართველოსთან ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, ჩვენთვის ეს მიდგომა უცხოა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი